მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის გაცნობა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო
CNN: ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის გაცნობა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო

CNN: ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის გაცნობა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო

იმედი|imedinews.ge

ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის გაცნობა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო - განუცხადა ისრაელურმა წყარომ CNN-ს. შედეგად, აშშ-ის უმნიშვნელოვანესი მოკავშირე ინფორმაციის გარეშე დარჩა იმ შეთანხმების შესახებ, რომელიც უკვე ფართო კრიტიკის საგანია.

წყაროს თქმით, მოთხოვნის უარყოფის ერთ-ერთი მიზეზი გახდა ტრამპის ადმინისტრაციის შიში, რომ პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმების დეტალებს მის ოფიციალურად გამოქვეყნებამდე გაასაჯაროებდა.

აღნიშნული მოთხოვნისა და შემდგომი უარის შესახებ ინფორმაცია პირველად ისრაელურმა ტელეარხმა i24 News-მა გაავრცელა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გავრცელებულ ცნობას „არაზუსტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებების განმავლობაში მჭიდრო კოორდინაციაში რჩებოდა რეგიონულ პარტნიორებთან, მათ შორის ისრაელთან“. CNN-მა კომენტარისთვის ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატსაც მიმართა.

ორშაბათს საღამოს ნეთანიაჰუმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავის რვაწუთიან შესავალ სიტყვაში შეთანხმებას თითქმის არ შეხებია. მოგვიანებით, დასმულ კითხვაზე პასუხისას, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ის და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ყოველთვის ყველაფერზე ერთ აზრზე არ არიან“.

მან ასევე დასძინა: „ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორი იქნება ეს შეთანხმება“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდარუსთავი 2
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
შეთანხმება →ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი