მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ComCom-მა GITA-ს პროექტის ფარგლებში მედიაწიგნიერებისა და ციფრული რისკების შესახებ ტრენინგი ჩაატარა
ComCom-მა GITA-ს პროექტის ფარგლებში მედიაწიგნიერებისა და ციფრული რისკების შესახებ ტრენინგი ჩაატარა

ComCom-მა GITA-ს პროექტის ფარგლებში მედიაწიგნიერებისა და ციფრული რისკების შესახებ ტრენინგი ჩაატარა

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროექტის „კიბერუსაფრთხოება ახალგაზრდებისთვის: უსაფრთხო ციფრული მომავალი“ ფარგლებში, ჩაატარა ტრენინგი თემაზე „მედიაწიგნიერება და ციფრული რისკები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში - როგორ შევაფასოთ ინფორმაცია და დავიცვათ გადაწყვეტილებები ციფრულ გარემოში“, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს უწყების ცნობით, ტრენინგის ფარგლებში, კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვერა ფრანგიშვილმა, მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ციფრულ გარემოში ინფორმაციის სწორად შეფასების გზების, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შინაარსების კრიტიკული შეფასებისა და ინფორმაციული საფრთხეების ამოცნობის მეთოდების შესახებ. ტრენინგი, ასევე, მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოს, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა ციფრულ გარემოში ინფორმაციის გადამოწმების სტრატეგიული მოდელი რეალურ სცენარზე მორგებით გამოიყენეს. „ტრენინგ-მოდული ხელს შეუწყობს დამწყებ მეწარმეებს, ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნასთან ერთად, სწორად და გონივრულად მართონ თავიანთი ციფრული გამოცდილება სასარგებლო ჩვევების გამომუშავებით. GITA-ს ღონისძიება ახმეტის ტექნოპარკში 10 დღის განმავლობაში იმართებოდა, რომლის ფარგლებშიც, 15 წელს ზემოთ, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები, კერძოდ კი ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ. პროექტის ძირითად თემას ციფრული საფრთხეების იდენტიფიცირება და მონაცემთა ანალიზი წარმოადგენდა. შეხვედრების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ტრენინგები და იდეათონი. პროექტის მიზანია რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის უნარების განვითარება და მათი სტარტაპ ეკოსისტემაში ჩართვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ