მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ComCom-მა „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 2500 ლარით დააჯარიმა
ComCom-მა „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

ComCom-მა „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, კანონით გათვალისწინებული მინიმალური სანქციით - 2500 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის პერიოდს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ „ფორმულას“ ახალი ამბების პროგრამებში იკვეთებოდა წამყვანებისა და ჟურნალისტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელების, მიუკერძოებლობისა და ბალანსის დაცვის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები. კომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები მოიცავდა ახალი ამბების პროგრამებში ჟურნალისტებისა და წამყვანების მიერ გაკეთებულ შეფასებებს, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქებას წარმოადგენდა. მონიტორინგის ფარგლებში, ასევე გამოვლინდა ბალანსის დაცვის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევა. კერძოდ, 22 აპრილს ეთერში გასულ სიუჟეტში, რომელიც დიუშენის დაავადების მქონე პაციენტების საკითხს შეეხებოდა, წარმოდგენილი იყო მხოლოდ მშობლების პოზიცია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ალტერნატიული განმარტება ან კომენტარი სიუჟეტში არ ყოფილა წარმოდგენილი. შესაბამისად, მაყურებელს არ მიეწოდა საკითხთან დაკავშირებით ყველა საგულისხმო მოსაზრება. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. კანონით ასევე დადგენილია სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ბალანსის დაცვის ვალდებულება, რაც ემსახურება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მაყურებლის უფლებების დაცვას, რათა საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ობიექტური და მრავალმხრივი ინფორმაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიმალური - 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ