მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დაჩი ცაგურია: საქართველოს რკინიგზაში სამგზავრო მიმართულებით მასშტაბური და ისტორიული სიახლეები გვაქვს - მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესები, დარწმუნებული ვარ, მეტად დაგვეხმარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში
დაჩი ცაგურია: საქართველოს რკინიგზაში სამგზავრო მიმართულებით მასშტაბური და ისტორიული სიახლეები გვაქვს - მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესები, დარწმუნებული ვარ, მეტად დაგვეხმარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში

იმედი|imedinews.ge

„საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, იმ რეფორმების პარალელურად, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება, მათ შორის, სამგზავრო მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესების ამოქმედება, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.

„აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზამ თბილისიდან ბათუმამდე და პირიქით, სამგზავრო დრო 4 საათამდე შეამცირა, მკვეთრად გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი და სერვისი, აქტიურ ფაზაშია სამგზავრო სადგურების რეაბილიტაციის პროცესი. ზაფხულის სეზონზე საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს არაერთი სიახლე შესთავაზა. აღნიშნული საკითხების გარდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესები ამოქმედდა. მგზავრთა უფლებების დაცვა, ცხადია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ, ამ დოკუმენტის მიღება ძალიან სწორი და დროულია. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში" - განმარტავს დაჩი ცაგურია.

მისი თქმით, უკვე დაწყებულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები ამასთანავე, მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის რეაბილიტაციის პროცესი. დაჩი ცაგურიას განცხადებით, უახლოეს მომავალში სამგზავრო რეისები განახლებული მატარებლებით შესრულდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • 4Hospitals-მა b-ONE-ის მასშტაბური კონფერენცია გამართა — ამერიკული ხარისხი, 80-ზე მეტი ტრავმატოლოგი და FDA-სერთიფიცირებული იმპლანტებიBM.GE
  • რუსეთის კრასნოდარის მხარეს დრონების მასშტაბური შეტევა განხორციელდაფორმულა
  • რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეზე ბალისტიკური რაკეტებისა და მართვადი ბომბების გამოყენებით მასშტაბური, კომბინირებული შეტევა განახორციელესრუსთავი 2
  • ენმ ყრილობისთვის ემზადება - პარტიაში მასშტაბურ რეფორმებს აანონსებენტვ პირველი
მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

იმედი

ლავროვის განცხადებით, დროებითი ზავი უკრაინაში არ იქნება

ლავროვის განცხადებით, დროებითი ზავი უკრაინაში არ იქნება

იმედი

კობა კობალაძე: რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისთვის

კობა კობალაძე: რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისთვის

იმედი

რევაზ სოხაძე სოფელ წკერეში მშენებარე ხიდზე: სახელმწიფოს წარმომადგენელმა, ზედამხედველმა აღმოაჩინა ის ხარვეზები, რაც იყო კონკრეტული ხიდის, კონკრეტულ მონაკვეთზე ბეტონის ჩასხმის პროცესში, გამოავლინა და მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, თუ როგორ გამოსწორდეს აღნიშნული, მათ შორის ზედამხედველის ჩართულობით