მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში ოქროს მედლები მოიპოვეს
დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში ოქროს მედლები მოიპოვეს

დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში ოქროს მედლები მოიპოვეს

იმედი|imedinews.ge

დაჭრილ-დაშავებული სამხედროები შოტლანდიიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი უჯმაჯურიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული წარმატება მიულოცეს.

საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში მიიღეს მონაწილეობა. სამხედროებმა - პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ, მაიორმა ავთანდილ მუშკუდიანმა, მასტერ-სერჟანტმა ივანე ემელიანოვმა, უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ჭინჭარაულმა, კაპრალმა რამინ ფუტკარაძემ, ვიცე-პოლკოვნიკმა მერაბ დემურაშვილმა და ბაკურ მგელიაშვილმა პირველი საპრიზო ადგილი დაიმსახურეს. მათ ტურნირში ჩართვისთვის ინტენსიური მომზადება გაიარეს.

სპორტულ ღონისძიებაში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროები უკვე მეხუთე წელია მონაწილეობენ და არაერთი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აქვთ მიღებული.

ღონისძიება შოტლანდიის ქალაქ პერზირში ,,Allied Forces Foundation"-ის (მოკავშირე ძალების ფონდი) ეგიდით გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებაში ქართველმა სამხედროებმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.

სპორტული ასპარეზობა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რესოციალიზაციასა და მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამხედრო

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • გვიან ღამით აშშ-მა ირანის წინააღმდეგ საპასუხო სამხედრო დარტყმები განახორციელაBM.GE
  • ტრამპი ირანს მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში სამხედრო მოქმედებების განახლებით ემუქრებაფორმულა
  • აზოვსა და ტაგანროგში დრონებმა ნავთობბაზებს, სამხედრო-სამრეწველო ქარხანასა და ნავთობტერმინალს დაარტყესტვ პირველი
  • ირანის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები გრძელდებარუსთავი 2
სამხედრო →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი