მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დაჭრილი სამხედროები სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში გაემგზავრნენ
დაჭრილი სამხედროები სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში გაემგზავრნენ

დაჭრილი სამხედროები სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში გაემგზავრნენ

იმედი|imedinews.ge

საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ ღონისძიებაში - მარშირება რთულ რელიეფზე მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში გაემგზავრნენ, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამხედროები თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცილეს და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.

„მარშირებაში რთულ რელიეფზე მონაწილეობას მიიღებენ: პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძე, მაიორი ავთანდილ მუშკუდიანი, მასტერ-სერჟანტი ივანე ემელიანოვი, უმცროსი სერჟანტი გიორგი ჭინჭარაული, კაპრალი რამინ ფუტკარაძე, ვიცე-პოლკოვნიკი მერაბ დემურაშვილი და ბაკურ მგელიაშვილი. ტურნირში ჩართვისთვის მათ ინტენსიური მომზადება გაიარეს.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი აღნიშნულ ღონისძიებაში მეხუთედ მონაწილეობს. გასულ წლებში მათ წარმატებით იასპარეზეს და არაერთი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ღონისძიება 6-12 ივნისს შოტლანდიის ქალაქ პერზირში ,,Allied Forces Foundation"-ის (მოკავშირე ძალების ფონდი) ეგიდით გაიმართება. სპორტულ ღონისძიებაში ქართველი სამხედროების გარდა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების ათასზე მეტი წარმომადგენელი ჩაერთვება. ღონისძიება მიზნად ისახავს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლებას, რაც მათ თვითრეალიზაციაში დაეხმარება. სპორტული აქტივობები დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს კონტაქტის დამყარების, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობასაც აძლევს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საქართველომ აშშ-ის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში, Sea Breeze 2026-ში მიიღო მონაწილეობაBM.GE
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი