მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დამწყები გიდების გადამზადება გრძელდება
დამწყები გიდების გადამზადება გრძელდება

დამწყები გიდების გადამზადება გრძელდება

იმედი|imedinews.ge

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადება გრძელდება. ამ ეტაპზე, სამთვიანი ტრენინგ-კურსის მონაწილეებს პრაქტიკული გასვლები ბათუმის განაშენიანებისა და არქიტექტურის, ძველი ბათუმის საფეხმავლო ტურის, ღირსშესანიშნაობების, ბათუმის ძველი და ახალი ბულვარის მარშრუტების მიმართულებით ჩაუტარდათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინტენსიურ პროგრამაში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული. გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას და პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები ჩაატარებენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებს ასევე გეგმავს ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის, როგორც ბათუმის, ისე მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. მხოლოდ მაისი-ივნისის თვეში ტრენინგები ჩატარდება მიმტანებისთვის, ბარმენებისთვის, მზარეულებისა და დაცული ტერიტორიების გიდებისთვის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ