მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დანიის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირმა, შესაძლოა, ბლოკის ფარგლებს გარეთ დეპორტაციის ცენტრები უკვე მომავალ წელს შექმნას
დანიის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირმა, შესაძლოა, ბლოკის ფარგლებს გარეთ დეპორტაციის ცენტრები უკვე მომავალ წელს შექმნას

დანიის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირმა, შესაძლოა, ბლოკის ფარგლებს გარეთ დეპორტაციის ცენტრები უკვე მომავალ წელს შექმნას

იმედი|imedinews.ge

ევროპის ქვეყნებმა, შესაძლოა, ევროკავშირის დაფინანსებით ბლოკის ფარგლებს გარეთ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ცენტრები უკვე მომავალი წლიდან შექმნან. ინფორმაციას Financial Times-ი დანიის პრემიერ-მინისტრზე მეტე ფრედერიკსენზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფრედერიკსენის თქმით, დეპორტაციის ცენტრების გახსნა იმიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელიც ულტრამემარჯვენე პარტიების გაძლიერებას უკავშირდება.

მეტე ფრედერიკსენმა, რომელიც დიდი ხანია ე.წ. „დაბრუნების ჰაბების“ იდეის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა მსგავსი ობიექტებისთვის დაფინანსება ევროკომისიამ გამოყოს. ცენტრები ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში განთავსდება.

„დაინახავთ ქვეყნების ჯგუფს, ერთგვარ „მსურველთა კოალიციას“, რომელსაც კომისია დაუჭერს მხარს. 2026-2027 წლებში ევროპის ფარგლებს გარეთ პირველ „დაბრუნების ჰაბს“ ვიხილავთ. ვფიქრობ, ამის განხორციელებას მომდევნო წლის განმავლობაში შევძლებთ“, - განაცხადა ფრედერიკსენმა.

მიგრაციის მართვის არაწევრ ქვეყნებზე გადატანა წლების განმავლობაში ტაბუდადებულ თემად მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო წლებში ამ იდეას სულ უფრო მეტი მთავრობა უჭერს მხარს, წერს გამოცემა.

დანიის მთავრობა ამ კონცეფციის ერთ-ერთი ადრეული მხარდამჭერი იყო. 2021 წელს კოპენჰაგენმა რუანდასთან დაიწყო მოლაპარაკებები, რათა იქ თავშესაფრის მაძიებლებისთვის ცენტრი შეექმნა. თუმცა, პოლიტიკური წინააღმდეგობის, ასევე სამართლებრივი და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე, ეს გეგმები მოგვიანებით შეჩერდა. ამის შემდეგ დანიამ ყურადღება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჰაბების შექმნაზე გადაიტანა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი