მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დათა გვასალია: ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები - ოპოზიციურ გურუებს „ჰერმეტული დემოკრატია“ აქვთ და ვინმემ ფანჯარა გამოუღეთ
დათა გვასალია: ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები - ოპოზიციურ გურუებს „ჰერმეტული დემოკრატია“ აქვთ და ვინმემ ფანჯარა გამოუღეთ

იმედი|imedinews.ge

ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ჯგუფური თერაპია, სადაც დახურულ კარს მიღმა „პარტ-აქტივი“ და „ლიდერობა“ ერთმანეთს ტრავმებს უზიარებს,- წერს ჟურნალისტი, დათა გვასალია სოციალურ ქსელში.

დათა გვასალია აღნიშნავს, რომ ოპოზიცია დადის კარიდან კარზე, ოღონდ მხოლოდ საკუთარ “ბაბლში” და აცხადებს, რომ მათ “ჰერმეტული დემოკრატია” აქვთ.

“ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ჯგუფური თერაპია, სადაც დახურულ კარს მიღმა „პარტ-აქტივი“ და „ლიდერობა“ ერთმანეთს ტრავმებს უზიარებს.

სესია ალბათ გახსნა თამარ ჩერგომ, რატომღაც მგონია რომ ეს პატივი მას ეკუთვნის - „გამარჯობა, მე გიგა ბოკერიას ცოლი ვარ და 12 წელია არჩევნები არ მოგვიგია, ყველაფერში წავაგეთ, ვერაფერი ვერ გავთვალეთ, ბოლოს საკუთარი პარტიიდანაც კი გამოგვაგდეს, მაგრამ ვინც გამოგვაგდო და პოლიტიკური სუტენიორი ვუწოდე, კიდევ ერთს „მეძავიც“ (უფრო პირდაპირ) ვეძახე ახლა ჩემ გვერდით ზის და აქაა. ქვეყნისთვის რას არ იზამს ადამიანი და გიგი წერეთელს და კაკო ბობოხიძეს ღიმილნარევი მზერით გადახედა. ( დარბაზში ტაში)

ნიკა გვარამია - გამარჯობა, მე ნიკა ვარ და მედიაში ყოფნისას დაგროვილი მოსრიალებები მეხმარება პოლიტიკაში მოსალოდნელ 100%-იან მოსრიალებებს რომ გავუმკლავდე, მაგრამ როგორც ერთხელ გითხარით - ესენი კი მეზიზღებიან, მაგრამ ასე დაგვავალეს ზემოდან და რას ვიზამდით აბა?!

გიორგი ვაშაძე - გამარჯობა, მე გიორგი ვარ და მე პოლიტიკური ორიენტირი ძაან არეული მაქვს, დამავიწყდა კიდეც დღეს ჩემს თავს წარმოვადგენ, ნაცებს თუ რაიმე კოალიციას, მაგრამ მთავარია აქ ვარ, ერთი პირადი გამარჯვება მაქვს - აღარ მგონია დაჟინებით რომ პრემიერი გვხდები - როგორც 2020 წელს ვამტკიცებდი (იცინის)

და ასე გაგრძელდა... გამომსვლელები ტრავმებს რა დალევს ))

უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მათი „კარდაკარი“ ტექნიკური თვალსაზრისით მართლაც სრულდება - ისინი დადიან კარიდან კარზე, ოღონდ საკუთარ ბაბლში, კარებს კი შიგნიდან კეტავენ, რომ შემთხვევით ნამდვილი გამვლელი არ შევიდეს და ეს იდილიური ფარსი არ დაურღვიოს - ვინც შევიდა, ის კი გამოაგდეს.

მოკლედ ჩვენ ოპოზიციურ გურუებს „ჰერმეტული დემოკრატია“ აქვთ და ვინმემ ფანჯარა გამოუღეთ. უჰაერობა ტრავმებს არ კურნავს მაგრამ ჰაერზე გასვლაც რომ უარესია მათთვის?!”-წერს დათა გვასალია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ