მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დათა გვასალია: ოპოზიციური ჯგუფები მშობლების გულწრფელ პროტესტს იყენებდნენ, მათი „თანაგრძნობა“ იყო დეკორატიული და პიარზე გათვლილი. როგორც კი მშობლებმა, რომელთაც რეალური შედეგი მიიღეს, პროტესტი შეწყვიტეს, „ოპო-აქტივისტების“ ნიღაბი ჩამოიფხრიწა, მათთვის მნიშვნელობა დაკარგა ბავშვების სიცოცხლემ
დათა გვასალია: ოპოზიციური ჯგუფები მშობლების გულწრფელ პროტესტს იყენებდნენ, მათი „თანაგრძნობა“ იყო დეკორატიული და პიარზე გათვლილი. როგორც კი მშობლებმა, რომელთაც რეალური შედეგი მიიღეს, პროტესტი შეწყვიტეს, „ოპო-აქტივისტების“ ნიღაბი ჩამოიფხრიწა, მათთვის მნიშვნელობა დაკარგა ბავშვების სიცოცხლემ

იმედი|imedinews.ge

ფოტოზე ჩანს საშიში ხალხი, საშიში აზროვნებით და ეს ყველაფერი არის იმ საშიში ინდოქტრინაციის შედეგი, რაც წლებია მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში გარედან მართული დღის წესრიგის შესაბამისად, რასაც ადგილობრივი რეზიდენტები ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებიან, - ასე აფასებს ჟურნალისტი, დათა გვასალია, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართ ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ გამოთქმულ კრიტიკას.

გვასალიას თქმით, ოპოზიციის “თანაგრძნობა“ იყო დეკორატიული და პიარზე გათვლილი, რაც მაშინვე დადასტურდა, როგორც კი მშობლებმა სახელმწიფოსგან შედეგი მიიღეს და პროტესტი შეწყვიტეს.

მისივე შეფასებით, ოპოზიციონერი აქტივისტების გაღიზიანება მშობლების ბედნიერების გამო არის უტყუარი დიაგნოზი იმისა, თუ რამდენად დაშორდნენ ისინი ადამიანურ ფასეულობებს, ეს დესტრუქციული სინდრომი კი ვრცელდება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ყველა მიმართულებაზე.

“საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა პროცესი, როდესაც პოლიტიკური ჯგუფები ადამიანურ ტრაგედიას ვიწროპარტიული დღის წესრიგის ინსტრუმენტად იყენებენ. დიუშენის დიაგნოზი არ არის პოლიტიკური ველი, ეს არის არსებობის ზღვარი, სადაც პოლიტიკური სპეკულაციები უზნეობის ზღვარს კვეთს.

ოპოკამპანიის სათაურიდან და საწყისი ფაზიდანვე დავინახეთ კლასიკური „პარაზიტული“ პოლიტიკური მოდელი: ოპოზიციური ჯგუფები მშობლების გულწრფელ პროტესტს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვების საშუალებად იყენებდნენ. მათი „თანაგრძნობა“ იყო დეკორატიული და პიარზე გათვლილი. როგორც კი სახელმწიფომ საკითხი შეისწავლა, კონსტრუქციული დიალოგი შედგა და მშობლებმა, რომელთაც რეალური შედეგი მიიღეს, პროტესტი შეწყვიტეს, „ოპო-აქტივისტების“ ნიღაბი ჩამოიფხრიწა. მათთვის მნიშვნელობა დაკარგა ბავშვების სიცოცხლემ, რადგან ისინი ამ ხალხისთვის მხოლოდ რესურსს წარმოადგენდნენ და მათი „პროტესტის ხანგრძლივობაში“ ინვესტიცია იყო მიზანი. მათი გაღიზიანება მშობლების ბედნიერების გამო არის უტყუარი დიაგნოზი იმისა, თუ რამდენად დაშორდნენ ისინი ადამიანურ ფასეულობებს.

და კიდევ ერთიც აქვე, რადგან ამის განცალკევება არ შეიძლება. ეს დესტრუქციული სინდრომი ვრცელდება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ყველა მიმართულებაზე. საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ნებისმიერი დადებითი დინამიკა ამ სეგმენტისთვის მიუღებელია მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ ხდება მათ მიერ მართულ სივრცეში. აქ ვხედავთ არა ოპონირებას, არამედ პოლიტიკურ ეგოცენტრიზმის, ფარსისა და ქვეყნის მტრობის კოქტეილს.

ჰუმანიზმის კრიზისი: როცა ბავშვის სიცოცხლეზე წინ პარტიული რეიტინგი დგება, ასეთი ადამიანებისგან ჰუმანური პოზიციის მოლოდინი ილუზიაა.

ეროვნული ინტერესის იგნორირება: როცა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა აღიქმება „მარცხად“ მხოლოდ იმიტომ, რომ ის მმართველი გუნდის პირობებში ვითარდება.

ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ჯგუფის მორალური კომპასი სრულად არის მოშლილი. მათი სტრატეგია ეფუძნება პრინციპს:„თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“. ეს ფილოსოფია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება იმ დესტრუქციულ ნიჰილიზმს, რასაც სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა ატარებს, არის სახელმწიფოებრიობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ასეთი ძალები ვერასდროს იქნებიან ვერც ჰუმანურები და ვერც ეროვნულები, რადგან მათთვის სახელმწიფო არის არა მიზანი, არამედ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ეგოს დაკმაყოფილების საშუალება და მზად არიან ეს მოცემულობა გარედან დავალების უსიტყვო შესრულებით აანაზღაურონ - რადგან მხოლოდ მათი ჩარევით ხედავენ წარმატებას, რომელიც ასევე ბუნდოვანო ქართულ რეალობაში, რადგან ხალხი არ ტყუვდება.

და ბოლოს, დასკვნა მარტივია: როდესაც პოლიტიკური აქტივიზმი უპირისპირდება ხალხის კეთილდღეობას, მშობლების სიმშვიდეს და ქვეყნის საერთაშორისო პოზიტივებს, ის წყვეტს პოლიტიკას, იმყარებს ადგილს დესტრუქციული პოლიტიკური აქტორების სასაფლაოზე, რომელსაც მიწას ხალხი აყრის, ახლა საზოგადოების იმ მცირე ნაწილმა უნდა აირჩიოს, პოლიტიკურ სამარეში უნდათ გადაჰყვნენ ამ ვიწრო ჯგუფს თუ ეძებონ გზები ეროვნულად და ჰუმანურად მოაზროვნე საზოგადოებაში რეინტეგრაციაზე.” - წერს დათა გვასალია სოციალურ ქსელში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ასობით ათას ადამიანს, რომელიც გახდა ომის მსხვერპლი, ექნება საშუალება დაუბრუნდეს მამა-პაპისეულ სახლებს

ლევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ასობით ათას ადამიანს, რომელიც გახდა ომის მსხვერპლი, ექნება საშუალება დაუბრუნდეს მამა-პაპისეულ სახლებს

იმედი

ლევან მახაშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნაზე: ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, თანხმდება იმაზე, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ კანონის ძალით გვიწევს ამის გაკეთება

ლევან მახაშვილი: ჩვენი პარტნიორებიც მეტი პატივისცემით ეპყრობიან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობას და ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიაც სწორედ ამას აჩვენებს

ლევან მახაშვილი: ჩვენი პარტნიორებიც მეტი პატივისცემით ეპყრობიან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობას და ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიაც სწორედ ამას აჩვენებს

იმედი

ლევან მახაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: როდესაც ვისმენთ აბსურდულ ბრალდებებს, აბსურდულ განცხადებებს, ამას უპასუხოდ ვერ დავტოვებთ. ყველაფერს ვაძლევთ სათანადო შეფასებას. ადრე თუ გვიან, როდესაც დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, ყველაფერს უნდა ერქვას თავისი სახელი