მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ჩიხელიძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ ლგბტ თემი და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა საქმითა საპირისპიროს გვიმტკიცებენ. სამწუხაროა, როდესაც დასავლეთის მხრიდან ღირებულებების ასეთ დეგრადაციას და ჭეშმარიტების გზიდან აცდენას ვხედავთ
დავით ჩიხელიძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ ლგბტ თემი და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა საქმითა საპირისპიროს გვიმტკიცებენ. სამწუხაროა, როდესაც დასავლეთის მხრიდან ღირებულებების ასეთ დეგრადაციას და ჭეშმარიტების გზიდან აცდენას ვხედავთ

იმედი|imedinews.ge

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბუდაპეშტში გამართულ ლგბტქ მარშს ეხმაურება და აცხადებს: ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში LGBTIQ+ თემს შიშის გარეშე შეუძლია მარშზე გასვლა. დღეს მთელი ევროპა ამაყობს - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ ლგბტ თემი და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა საქმით საპირისპიროს გვიმტკიცებენ. სამწუხაროა, როდესაც დასავლეთის მხრიდან ღირებულებების ასეთ დეგრადაციას და ჭეშმარიტების გზიდან აცდენას ვხედავთ.

„ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბუდაპეშტში გამართულ ლგბტქ მარშს ეხმაურება და აცხადებს: ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში LGBTIQ+ თემს შიშის გარეშე შეუძლია მარშზე გასვლა. დღეს მთელი ევროპა ამაყობს“. უცნაურია, როდესაც დღეს ევროპაში ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის, სოციალური პრობლემები წინა პლანზეა წამოსული, მოსახლეობა გაუსაძლის სიცხეს ებრძვის და უამრავი რეალური გამოწვევაა, ქალბატონი ურსულა და ზოგადად ევროპული ელიტა ლგბტ პრაიდით ამაყობენ.

გვინდა კი ისეთი ევროპა და მისი წევრობა, სადაც სრულყოფილი ინტეგრირება ლგბტ პრაიდზე და არა ოჯახურ ღირებულებებზე გადის?

რა თქმა უნდა თითოეული ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს და ეს პრინციპი მნიშვნელოვანია, საბედნიეროდ საქართველოში უფლებების დაცვის კუთხით პრობლემა არ არსებობს და საქართველოს სახელმწიფო ყველას ერთნაირად იცავს. თუმცა, არ მინდა ისეთი გარემო, სადაც საზოგადოების სიამაყის მთავარ სიმბოლოდ ლგბტ პრაიდი იქცევა და არა ქვეყნის რეალური მიღწევები, კულტურა, მეცნიერება, განათლება, ეკონომიკური განვითარება თუ ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერება. სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ ლგბტ თემი და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა საქმით საპირისპიროს გვიმტკიცებენ. სამწუხაროა, როდესაც დასავლეთის მხრიდან ღირებულებების ასეთ დეგრადაციას და ჭეშმარიტების გზიდან აცდენას ვხედავთ“, - წერს ჩიხელიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი