მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ლორთქიფანიძე: სულიკო ასათიანი იყო პრინციპულად წესიერი კაცი და სიმართლის მთქმელი ადამიანი. შეუთვალეს, რომ ენა გააჩერე, თორემ მაგ ენას ამოგიღებენ ზევითო. სამწუხაროდ, გამართლდა კიდევაც
დავით ლორთქიფანიძე: სულიკო ასათიანი იყო პრინციპულად წესიერი კაცი და სიმართლის მთქმელი ადამიანი. შეუთვალეს, რომ ენა გააჩერე, თორემ მაგ ენას ამოგიღებენ ზევითო. სამწუხაროდ, გამართლდა კიდევაც

დავით ლორთქიფანიძე: სულიკო ასათიანი იყო პრინციპულად წესიერი კაცი და სიმართლის მთქმელი ადამიანი. შეუთვალეს, რომ ენა გააჩერე, თორემ მაგ ენას ამოგიღებენ ზევითო. სამწუხაროდ, გამართლდა კიდევაც

იმედი|imedinews.ge

სულიკო ასათიანი იყო პრინციპულად წესიერი კაცი და სიმართლის მთქმელი ადამიანი. შეუთვალეს, რომ ენა გააჩერე, თორემ მაგ ენას ამოგიღებენ ზევითო. სამწუხაროდ, გამართლდა კიდევაც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ.

მან 25 მაისის ღამით განვითარებული მოვლენები გაიხსენა და ისაუბრა გარდაცვლილ სულიკო ასათიანის შესახებ.

„ცხონებული სულიკო ასათიანი წარმოშობით ვანიდან იყო, მეც წარმოშობით ვანიდან ვარ. იმ რაიონში ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი. ეს კაცი ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო - მეურნეობის დირექტორი, წლების განმავლობაში ტაძარი ააგო და ძალიან ეროვნული კაცი იყო. არ არსებობდა 80-90-იანი წლებიდან საქართველოში მიტინგი, რომ ეს მონაწილე არ ყოფილიყო. ის ჩამოდიოდა და ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას ორგანიზებას უკეთებდა. მას შეუთვალეს, რომ თავი დაანებე ხალხის თბილისში წაყვანას. მაშინ ძალიან აქტიურობდა, ვისაც ვანი და იმერეთის რეგიონი ჰქონდა ჩაბარებული, ვინმე ლეჟავა. იგი იყო ადეიშვილისა და ოქრუაშვილის კურსელი და მას ჰქონდა განპიროვნებული, რომ ამ რაიონებში უნდა ემართა ვითარება და ის აფრთხილებდა. უგზავნიდა ადამიანებს და ეუბნებოდა, რომ არ წასულიყო.

სულიკო იყო პრინციპულად წესიერი კაცი და სიმართლის მთქმელი ადამიანი. შეუთვალეს, რომ ენა გააჩერე, თორემ მაგ ენას ამოგიღებენ ზევითო. სამწუხაროდ, გამართლდა კიდევაც. როდესაც ის მოკლეს, მე ეს გავიგე მეორე დღეს, რადგან წინა ღამით ყველა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავით. კომუნიკაცია მქონდა ოჯახთან და მითხრეს, რომ ასეთი მდგომარეობააო“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, შემდეგ ოფიციალურად სულიკო ასათიანის გარდაცვალების სხვა ვერსია გაავრცელეს, თითქოს იგი დენმა მოკლა - სულიკო ასათიანის ცხედარი მაღაზიის თავზე იპოვეს.

„ვერ გათვალეს სცენარში ნიკა კვინტრაძე, რომელიც სულიკო ასათიანთან ერთად მაღაზიის თავზე იყო განთავსებული, ის იყო ხელბორკილით. როგორ შეიძლება, რომ მაღაზიის თავზე ხელებშეკრული ადამიანი ასულიყო, წარმოუდგენელი ამბავია!“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი