მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი: მალგოჟეტა გოშევსკას საწვავისთვის იმდენი ხარჯი აქვს აღებული, 24-ჯერ უნდა შემოუარო დედამიწას, რომ დახარჯო. საკუთარ ქვეყანაში კანონგარეშედ მიჩნეული ადამიანები ცდილობენ საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობას
დავით მათიკაშვილი: მალგოჟეტა გოშევსკას საწვავისთვის იმდენი ხარჯი აქვს აღებული, 24-ჯერ უნდა შემოუარო დედამიწას, რომ დახარჯო. საკუთარ ქვეყანაში კანონგარეშედ მიჩნეული ადამიანები ცდილობენ საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობას

იმედი|imedinews.ge

დავით მათკაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „დღის ქრონიკაში“ აფასებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არის თავისუფალი ხმის ჩახშობა.

„ჩვენ ვიხილეთ საბჭოთა ცენზურისა და თავისუფალი ხმის ჩახშობის სპეცოპერაცია. გამოკვეთილად, დაუფარავად ნაჩვენებია, რომ ევროპარლამენტში მიუღებელია ის ხმა, რომელიც მათ აზრს ორკესტრირებულად თან არ ჰყვება. ის გაერთიანება, რომლის შექმნის სათავეებში თავისუფალი სიტყვა, პლურალიზმი იდო, დღეს „დიფ სთეითის“ ხელშია“, - აღნიშნა დავით მათკაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმ ორ ევროპარლამენტარზე, მარიუშ კამინსკისა და მალგოჟეტა გოშევსკაზე, რომლებიც ტელევიზიების დასანქცირების ინიციატივით გამოვიდნენ.

„მათ ბეგრაუნდს რომ გადახედოთ, აღმოაჩენთ, რომ მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პირობებში არაერთი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ერთი ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობდა და პრაქტიკულად, შეკერილ საქმეს უქმნიდა თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს.

მეორე ქალბატონს, აღმოჩნდა, რომ საწვავისთვის იმდენი ხარჯი აქვს აღებული, 24-ჯერ უნდა შემოუარო დედამიწას, რომ ეს დახარჯო. ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობითაც კი კანონგარეშედ არიან მიჩნეული, დღეს ამ ადამიანებმა ნავსაყუდელი მოძებნეს ევროპარლამენტში და იქიდან ცდილობენ საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობას“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს - „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ