მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი: მოცემულობა, რომ ვერ დაინახო, თვალებზე ხელი აიფარო და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენო თავი, რასაც სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი საქართველოსთან მიმართებით ევროჩინოსნების მხრიდან, ბუნებრივია, დღითიდღე ნიველირდება
დავით მათიკაშვილი: მოცემულობა, რომ ვერ დაინახო, თვალებზე ხელი აიფარო და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენო თავი, რასაც სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი საქართველოსთან მიმართებით ევროჩინოსნების მხრიდან, ბუნებრივია, დღითიდღე ნიველირდება

იმედი|imedinews.ge

მოცემულობა, რომ ვერ დაინახო, თვალებზე ხელი აიფარო და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენო თავი, რასაც სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი საქართველოსთან მიმართებით ევროჩინოსნების მხრიდან, ბუნებრივია, ეს დღითიდღე ნიველირდება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ერევანში გასამართ სამიტზე საუბრისას.

მან კომენტარი გააკეთა 4-5 მაისს სომხეშტი დაგეგმილ, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დელეგაცია საქართველოდანაც.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა, ასევე მიღწევები ეკონომიკაში. შესაბამისად, არის იმ მოცემულობაში, რომ თამამად ესაუბრონ ევროპელ პარტნიორებს.

„სომხეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიზნად ისახავს, კონკრეტულ დისკუსიებში მონაწილეობას. სიტყვით გამოსვლა ექნება პრემიერ-მინისტრს, ასევე, კონკრეტულ ლიდერებთან საუბარი.

მოცემულობა, რომ ვერ დაინახო, თვალებზე ხელი აიფარო და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენო თავი, რასაც სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი საქართველოსთან მიმართებით ევროჩინოსნების მხრიდან, ბუნებრივია, დღითიდღე ნიველირდება, რამეთუ ახლო აღმოსავლეთსა და მთელს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს როლი როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელისა - იგივე შუა დერეფანი, არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ცხადია, ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა არავის გამოუვა. ამიტომ, კეთილი ინებოს ყველამ და საქართველოსთან მიმართებით იქონიოს ერთმაგი მიდგომა და სამართლიან საფუძვლებზე მოხდეს ყველა იმ ურთიერთობის განხორციელება და გაგრძელება, რომელიც არსებობდა, არსებობს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იარსებებს და კიდევ უფრო გაღრმავდება. მით უფრო, რომ სამართლიანობის თვალსაზრისით ამ მოცემულობამ კიდევ უფრო თვალი უნდა აუხილოს ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ევროჩინოსნებს და კარგად დაინახონ საქართველოს მნიშვნელობა და მოცემულობა ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ