მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი: რას ითხოვენ ჩვენგან ევრობიუროკრატები?! „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმება უნდათ. სამარცხვინო არ არის USAID -ის სკანდალის შემდეგ?! ამ საკითხის მოთხოვნა იმ შანტაჟის მექანიზმად, რომ აი, თქვენ თუ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება გინდათ, „გამჭვირვალობის კანონი“გააუქმეთ, სამარცხვინოა
დავით მათიკაშვილი: რას ითხოვენ ჩვენგან ევრობიუროკრატები?! „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმება უნდათ. სამარცხვინო არ არის USAID -ის სკანდალის შემდეგ?! ამ საკითხის მოთხოვნა იმ შანტაჟის მექანიზმად, რომ აი, თქვენ თუ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება გინდათ, „გამჭვირვალობის კანონი“გააუქმეთ, სამარცხვინოა

იმედი|imedinews.ge

ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ტექნიკური ხასიათის შეხვედრა რომ არის ეს, გასაგებია და თუკი ვიზალიბერალიზაცია სეგმენტად იქნება მხოლოდ და მხოლოდ ევროკომისიის მხრიდან შეტანილი, ალბათ, იქვე უნდა იყოს გამოსწორების გზებიც და მექანიზმებიც მათივე მხრიდან ნაჩვენები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა 11 ივნისს ევროკომისიასთან დაგეგმილ ტექნიკური ხასიათის შეხვედრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თუკი ამ შეხვედრაზე განსახილველი ერთადერთი საკითხი იქნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, მაშინ სავარაუდოა, რომ ერთ-ერთი მოთხოვნა „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმება იქნება, რაც სამარცხვინოა USAID-ისა და NED-ის სკანდალის ფონზე.

„ზოგადად, გლობალურ ჭრილში, რასაც ჩვენი მხრიდან ითხოვენ ევროლიბერალიზაციის თვალსაზრისით, არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. სახელშეკრულებო დონეზე, ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ეს ბენეფიტი ჩვენი საზოგადოებისთვის. იმ კრიტერიუმებში, რომელიც დღემდე იყო, ისეთი ჩასწორებები შეიტანეს, აშკარად, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ უნდა იყოს პედალირების ინსტრუმენტი თავისუფლებისმოყვარე ერებზე, ვისაც არ სურთ იმ ნარატივის განხორციელება, რომელიც პირველ რიგში ამ ხალხების და ერების ნგრევისთვის იქნება გათვალისწინებული. რას ითხოვენ ჩვენგან ევრობიუროკრატები?! „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმება უნდათ. სამარცხვინო არ არის USAID -ის სკანდალის შემდეგ? მთელმა მსოფლიომ დაინახა ის ვერაგული სახე, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით როგორ შედიოდა „შავი ფული“ სხვადასხვა ქვეყანაში და იქ პოლიტიკურ საკითხებს ხმარდებოდა. ამ საკითხზე საუბარს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი ხომ უნდა დაესვას. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სწორედ ევროფონდებიდან ფინანსდებოდა ის კამპანიები საქართველოში, რასაც „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზება, უამრავი საშინელი ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო ქმედებები ხდებოდა ჩვენს თვალწინ. ამ საკითხის მოთხოვნა იმ შანტაჟის მექანიზმად, რომ აი, თქვენ თუ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება გინდათ, „გამჭვირვალობის კანონი“ გააუქმეთ, სამარცხვინოა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი