
დავით მათიკაშვილი: რას ითხოვენ ჩვენგან ევრობიუროკრატები?! „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმება უნდათ. სამარცხვინო არ არის USAID -ის სკანდალის შემდეგ?!ამ საკითხის მოთხოვნა იმ შანტაჟის მექანიზმად, რომ აი, თქვენ თუ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება გინდათ, „გამჭვირვალობის კანონი“გააუქმეთ, სამარცხვინოა
ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, რომ არის ეს გასაგებია და თუ კი ვიზალიბერალიზაცია სეგმენტად იქნება მხოლოდ და მხოლოდ ევროკომისიის მხრიდან შეტანილი, ალბათ, იქვე უნდა იყოს გამოსწორების გზებიც და მექანიზმებიც მათივე მხრიდან ნაჩვენები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა 11 ივნისს ევროკომისიასთან დაგეგმილ ტექნიკური ხასიათის შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თუ კი ამ შეხვედრაზე განსახილველი ერთადერთი საკითხი იქნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, მაშინ სავარაუდოა, რომ ერთ-ერთი მოთხოვნა „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმება იქნება, რაც სამარცხვინოა USAID-ის და NED-ის სკანდალის ფონზე.
„ზოგადად, გლობალურ ჭრილში, რასაც ჩვენი მხრიდან ითხოვენ ევროლიბერალიზაციის თვალსაზრისით, არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. სახელშეკრულებო დონეზე, ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ეს ბენეფიტი ჩვენი საზოგადოებისთვის. იმ კრიტერიუმებში, რომელიც დღემდე იყო ისეთი ჩასწორებები შეიტანეს, აშკარად, შეიარაღებული თავლითაც ჩანს, რომ უნდა იყოს პედალირების ინსტრუმენტი თავისუფლების მოყვარე ერებზე ვისაც არ სურთ იმ ნარატივის განხორციელება, რომელიც პირველ რიგში ამ ხალხების და ერების ნგრევისთვის იქნება გათვალისწინებული. რას ითხოვენ ჩვენგან ევრობიუროკრატები?! „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმება უნდათ. სამარცხვინო არ არის USAID -ის სკანდალის შემდეგ? მთელმა მსოფლიომ დაინახა ის ვერაგული სახე, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორ შედიოდა „შავი ფული“ სხვადასხვა ქვეყნებში და იქ პოლიტიკურ საკითხებს ხმარდებოდა. ამ საკითხზე საუბარს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი ხომ უნდა დაესვას. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სწორედ ევროფონდებიდან ფინანსდებოდა ის კამპანიების საქართველოში რასაც „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზება, უამრავი საშინელი ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო ქმედებები ხდებოდა ჩვენს თვალწინ. ამ საკითხის მოთხოვნა იმ შანტაჟის მექანიზმად, რომ აი, თქვენ თუ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება გინდათ, „გამჭვირვალობის კანონი“გააუქმეთ, სამარცხვინოა“, - განაცხადა
