
დავით მათიკაშვილი: რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ჩვენ გვთხოვდნენ, თავად კი აღრმავებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს. კიდევ უფრო მეტად იკვეთება, თუ რა მასშტაბის ანტიქართული კამპანია წარმოებს, მაშინ როდესაც ხელს ძალიან კარგად ითბობენ ევროპელები რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობით
ჩვენ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, თავად კი აღრმავებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა გერმანული გამოცემის სტატიას, რომ ევროპამ რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტი გაზარდა.
„გლობალური ომის პარტია საქართველოსგან ომში ჩართვას ითხოვდა, რამეთუ ორმაგი სტანდარტი, რომლითაც დღეს ევროკავშირი ხელმძღვანელობს, არის აცდენილი იმ ე.წ. სულისკვეთებისგან, ომის დაწყების დღიდან რომ გააჩნდა დასავლეთს რუსეთთან მიმართებით. კიდევ უფრო მეტად იკვეთება, თუ რა მასშტაბის ანტიქართული კამპანია წარმოებდა და წარმოებს, მაშინ როდესაც ხელს ძალიან კარგად ითბობენ ევროპელები რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის ფონზე“, - აცხადებს მათიკაშვილი.
გამოცემა WELT-ი წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ივნისში რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 14%-ით გაზარდეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge