მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი: საქართველო არის მზად შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის, ხოლო გაფუჭებული ურთიერთობა არის დამსახურება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებისა, რაც იყო საქართველოსთან მიმართებით
დავით მათიკაშვილი: საქართველო არის მზად შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის, ხოლო გაფუჭებული ურთიერთობა არის დამსახურება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებისა, რაც იყო საქართველოსთან მიმართებით

იმედი|imedinews.ge

საქართველო არის მზად შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

ის ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას საქართველოს შესახებ, რომელიც მან კონგრესში გამოსვლისას გააკეთა.

„ხოლო გაფუჭებული ურთიერთობა, სამწუხაროდ, არის დამსახურება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებისა, რაც იყო საქართველოსთან მიმართებით. შესაბამისად, უსამართლო დამოკიდებულებით გაფუჭებული ურთიერთობა სამართლიანი დამოკიდებულებით უნდა გამოკეთდეს და გაუმჯობესდეს და ეს ასეც იქნება, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუკი ურთიერთობა იქნება სამართლიანი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება“. „ჩვენ მივიღეთ რამდენიმე პოზიტიური გამოხმაურება და ამიტომ, ჩვენი იმედია, რომ ვიხილავთ ტრაექტორიის ცვლილებას საქართველოს შემთხვევაში იმ მდგომარეობიდან, სადაც ის დღეს იმყოფება", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი