მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ნარმანიამ მოდერატორობა გაუწია თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის პანელურ სესიას ენერგეტიკის შესახებ
დავით ნარმანიამ მოდერატორობა გაუწია თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის პანელურ სესიას ენერგეტიკის შესახებ

დავით ნარმანიამ მოდერატორობა გაუწია თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის პანელურ სესიას ენერგეტიკის შესახებ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარებისXVI რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მან მოდერატორობა გაუწია პანელურ სესიას, სახელწოდებით „დიდი ჰესების როლი ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგო სექტორის მსოფლიო ტენდენციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება“.

სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, ჰესების მშენებლობის საჭიროებაზე, სემეკის როლსა და რეგულაციებზე განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით. დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სახელმწიფო პოლიტიკა ენერგოდამოუკიდებლობასთან მიმართებაში, საქართველოს პოტენციალი განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული მექანიზმები. იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორმა მარგალიტა არაბიძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ, UNESCAP-ის ენერგეტიკის განყოფილების დირექტორმა ჰონგპენგ ლიუმ, Celtic Sea Power-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების კომოდორმა სტუვ ჯერმა, „Photomate Caucasus“-ის რეგიონულმა დირექტორმა დავით ტყეშელაშვილმა, კომპანია „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელმა ნინო გადელიამ.

თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმში, რომელიც ქ. თბილისში 3-6 ივნისს იმართება, მონაწილეობას იღებენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, მაღალი დონის ქართველი და უცხოელი მომხსენებლები, ასევე ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მონაწილეები მსჯელობენ მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდის,ენერგოუსაფრთხოების,განახლებადი ენერგიის მოხმარებისა და განვითარების, მდგრადი ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, სატრანსპორტო რეფორმისა და სხვადასხვა საკითხის შესახებ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ