მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ფაცაცია ისრაელის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა
დავით ფაცაცია ისრაელის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

დავით ფაცაცია ისრაელის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ისრაელის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ელი კოენს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ, მინისტრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა და სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების მხარდაჭერასა და სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს, დავით ფაცაციამ ელი კოენს გამოხატული თანადგომისა და ისარელის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ისრაელის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. განვიხილეთ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურ და მჭიდრო ხასიათს მიიღებს“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი