მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ფაცაციას აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს
დავით ფაცაციას აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს

დავით ფაცაციას აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა, მინისტრმა წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

დავით ფაცაციამ დეტალურად ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე, მიმდინარე პროექტებზე, ბიუჯეტის შესრულებასა და იმ სიახლეებზე, რომლებიც სამინისტროს სამომავლო პრაქტიკულ საქმიანობაში იქნება გათვალისწინებული.

2025 წელს, სამინისტროს სისტემის მიერ დევნილთა განსახლების 99 ობიექტზე 1 105 390 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა. ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის გარდა, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დახმარება გაეწია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ 4 476 პირს.

საუბარი ასევე შეეხო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხებს. სამინისტრომ მათი მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა.

შეხვედრის დასასრულს, დეპუტატებმა მინისტრისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი განმარტებები მიიღეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს პირი - მან თქვა რომ აფხაზებმა ქართველების გენოციდი მოაწყვესფორმულა
  • 2025 წელს ენგურჰესმა აფხაზეთს ₾76.7 მილიონის ელექტროენერგია უფასოდ მიაწოდა | ანგარიშიBM.GE
  • აფხაზეთში მოსკოვიდან ჩასულ ტურისტებს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლესრუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი