მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საბავშვო მულტფილმი „მაშა და დათვი“ კრემლის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია - მსგავსი განცხადებები პოლიტიკური დღის წესრიგის ღრმა კრიზისზე მეტყველებს
დავით ქართველიშვილი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საბავშვო მულტფილმი „მაშა და დათვი“ კრემლის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია - მსგავსი განცხადებები პოლიტიკური დღის წესრიგის ღრმა კრიზისზე მეტყველებს

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას, განცხადებას ეხმიანება, რომელმაც Netflix-ის მიერ მულტსერიალ „მაშა და დათვის“ ახალი სეზონების შეძენა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მულტფილმი კრემლის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია. ქართველიშვილის შეფასებით, მსგავსი განცხადებები პოლიტიკური დღის წესრიგის ღრმა კრიზისზე მიუთითებს და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ესტონეთში ყველა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა უკვე მოგვარებულია.

„ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ საჯაროდ გააკრიტიკა Netflix-ის გადაწყვეტილება, შეეძინა მულტსერიალ „მაშა და დათვის“ ახალი სეზონები. მისი განცხადებით, ეს საბავშვო მულტფილმი კრემლის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია, ავრცელებს მილიტარისტულ იდეებს და შეიცავს საბჭოთა სიმბოლიკის იდეოლოგიურად სახიფათო ელემენტებს. ასეთი სენსაციური აღმოჩენის შემდეგ მხოლოდ ისღა გვრჩება, გავოცდეთ, თუ რატომ ეძებდნენ ევროპული სპეცსამსახურები ამდენი წლის განმავლობაში გლობალური არასტაბილურობის წყაროებს სრულიად სხვა მიმართულებით. როგორც აღმოჩნდა, ევროპის უსაფრთხოების მთავარი საფრთხე არც სამხედრო კონფლიქტებში, არც ენერგეტიკულ კრიზისებში და არც ეკონომიკურ პრობლემებში იმალებოდა - ის მშვიდად ცხოვრობდა დათვის ტყის სახლში, სადაც დაუღალავი მაშა ევროპული დემოკრატიის საფუძვლებს ყოველდღიურად არყევდა. თუ ამ ლოგიკას ბოლომდე მივყვებით, შემდეგი ნაბიჯი, ალბათ, ყველა საბავშვო ზღაპრისა და მულტფილმის იდეოლოგიურ სანდოობაზე შემოწმება იქნება. რადგან, თუ ბავშვი რამდენიმე წუთიანი ანიმაციის ნახვის შემდეგ უკვე პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა, მაშინ ეჭვმიტანილთა სიაში ავტომატურად მოხვდებიან კარლსონი, რომელიც დრონივით საჰაერო სივრცეს ყოველგვარი ნებართვის გარეშე იყენებს;

ვინი-პუჰი, რომელიც თაფლის გადანაწილების სანქციების გვერდის ავლით, საკმაოდ საეჭვო სქემებშია ჩართული; და სამი გოჭი, რომლებიც აშკარად თავდაცვითი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროპაგანდას ეწევიან. ამ ფონზე მაშა უკვე უბრალოდ მულტფილმის პერსონაჟი აღარ არის - იგი მსოფლიო მასშტაბის ფარულ იდეოლოგიურ ოპერაციას ხელმძღვანელობს. ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ მსგავსი განცხადებები უნებლიედ თავად პოლიტიკური დღის წესრიგის ღრმა კრიზისზე მეტყველებს. როდესაც სუვერენული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საბავშვო მულტფილმის პერსონაჟთან საჯარო ბრძოლაში ერთვება და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სტრიმინგ-პლატფორმას ამ „საფრთხეზე“ ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა დანარჩენი პრობლემა უკვე მოგვარებულია. ინფლაცია დამარცხებულია, უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, ეკონომიკა ყვავის,

საერთაშორისო კრიზისები დასრულებულია და ამიტომ დადგა დრო თანამედროვე ეპოქის უკანასკნელი დიდი ბრძოლისა - ბრძოლისა პატარა მაშას წინააღმდეგ. თუ ამის შემდეგ ევროპაში მართლაც ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, ალბათ XXI საუკუნის ისტორიის თავიდან დაწერა გახდება საჭირო - არა გეოპოლიტიკით, არამედ მულტიპლიკაციით დაწყებული“, - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა