მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოხსენიების შესახებ: ასეთი სიგიჟის გამოვლენის ყოველ ჯერზე ჩვენ ვმყარდებით იმ პოზიციაში, რომ ძალიან სწორი კურსი გვაქვს არჩეული
დავით ქართველიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოხსენიების შესახებ: ასეთი სიგიჟის გამოვლენის ყოველ ჯერზე ჩვენ ვმყარდებით იმ პოზიციაში, რომ ძალიან სწორი კურსი გვაქვს არჩეული

იმედი|imedinews.ge

სიგიჟე, რომელშიც სურთ ჩაგვითრიონ, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა გერმანიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მათი საგარეო უწყების ოფიციალურ საიტზე ჯერ კიდევ მოიხსენიება ამ რანგში.

როგორც დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ქმედებებით, გერმანია მორიგ ჯერზე ადასტურებს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებით აგონიურ მდგომარეობაში იმყოფება.

„ეს არის სიგიჟე, რომელშიც სურთ ჩაგვითრიონ. თავისი ჭკუით, ყველაზე „რეიტინგული“ პრეზიდენტი მათთვის კვლავ საქართველოს პრეზიდენტია. მათი რეიტინგების ლოგიკას თუ გავყვებით, ჩვენც შეგვიძლია რაიმე საიტი შევქმნათ და მასში გერმანიის ყველაზე რეიტინგული ხელისუფლება ავსახოთ ადოლფ ჰიტლერით სათავეში. არ დაგვავიწყდეს ბორმანი, გებელსი და ა.შ. სად წავალთ ასეთ სიგიჟეში? ამიტომ, გიჟი მივუშვათ თავის გზაზე და ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ.

ამ თითქოსდა წვრილმანებსა და დეტალებში მათი აგონია საქართველოსთან მიმართებაში ნათლად ჩანს. ამით რა მიზნის მიღწევა უნდათ? გავებუტებოდით ფიშერს მორიგ ჯერზე, დავიბარებდით საგარეო უწყებაში და ამას გააპიარებდნენ, რათა შემდეგ რაიმე სახის რეზოლუციაში შეეტანათ პირველ საკითხად და ეთქვათ, თუ როგორ ვუბედავთ და ვიბარებთ მათ ელჩებს ამ ვითომდა არალეგიტიმურ საგარეო საქმეთა სამინისტროში? ამიტომ, ძალიან სასაცილოები არიან და ასეთი სიგიჟის გამოვლენის ყოველ ჯერზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმყარდებით იმ პოზიციაში, რომ ძალიან სწორი კურსი გვაქვს არჩეული“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

მანვე კომენტარი გააკეთა გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე.

„პიტერ ფიშერი ყველაფერს აკეთებს საქართველოში. ოღონდ ხაზარაძემ ბინის ქირა არ გაუზარდოს და მზადაა თავი გადადოს, რათა საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება და ბიუჯეტი, ხაზარაძისთვის ყოველთვიურად გადარიცხული თანხით, დიდად არ დააზარალოს“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 128 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • "დროა, ომი შეაჩეროთ და მოლაპარაკებებზე გადახვიდეთ" - ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინსBM.GE
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი