მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: ის, რაც გარისკეს და შეძლეს რკინის ფარდის ისტორიულ ჟამს ბეკენბაუერის ეპოქის გერმანელებმა, აღარ ძალუძს მიხაელ როთის გერმანიას ევროსაბჭოთა კავშირის წინაშე
დავით ქართველიშვილი: ის, რაც გარისკეს და შეძლეს რკინის ფარდის ისტორიულ ჟამს ბეკენბაუერის ეპოქის გერმანელებმა, აღარ ძალუძს მიხაელ როთის გერმანიას ევროსაბჭოთა კავშირის წინაშე

დავით ქართველიშვილი: ის, რაც გარისკეს და შეძლეს რკინის ფარდის ისტორიულ ჟამს ბეკენბაუერის ეპოქის გერმანელებმა, აღარ ძალუძს მიხაელ როთის გერმანიას ევროსაბჭოთა კავშირის წინაშე

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება გერმანიის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მიერ 51 წლის წინ თბილისსა და საარბრიუკენს შორის დაძმობილების გადაწყვეტილების გაუქმებას.

ანალიტიკოსი ირონიით ეხმაურება მომხდარს და აღნიშნავს, რომ თბილისს ეს „დარტყმა“ გერმანიამ საქართველოზე აღშფოთების გამო მიაყენა:

„საქართველოზე უკიდურესად აღშფოთებული გერმანია ვეღარ დაელოდებოდა ბრიუსელის უკბილო შეშფოთებებს თბილისის მისამართით და ჩვენს ქვეყანაზე გამანადგურებელ შეტევაზე გადმოვიდა“ - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ოდესღაც დიადი ევროპა დაპატარავდა საარბრიუკენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებამდე.

„საქართველოზე უკიდურესად აღშფოთებული გერმანია ვეღარ დაელოდებოდა ბრიუსელის უკბილო შეშფოთებებს თბილისის მისამართით და ჩვენს ქვეყანაზე გამანადგურებელ შეტევაზე გადმოვიდა. გერმანულ ყელში გაჩხერილი, 1975 წელს მიღებული გადაწყვეტილება - თბილისსა და საარბრიუკენს შორის დაძმობილებული ქალაქების სტატუსის შემოღების შესახებ - 51 წლის შემდეგ არქივს ჩაბარდა საარბრიუკენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით.

დღეიდან არც კი ვიცი, ამ დარტყმას როგორ გადაიტანს დედაქალაქი. ის, რაც გარისკეს და შეძლეს „რკინის ფარდის“ ისტორიულ ჟამს ბეკენბაუერის ეპოქის გერმანელებმა, აღარ ძალუძს მიხაელ როთის გერმანიას ევროსაბჭოთა კავშირის წინაშე. ოდესღაც დიადი ევროპა დღეს დაპატარავდა საარბრიუკენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებამდე. საკითხავი მხოლოდ ერთია, რომელი ღირსეული სახელი მოვუძებნოთ დედაქალაქის ცენტრში „საარბრიუკენის სამარცხვინო მოედანს“?“ - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კავშირი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელისნეტგაზეთი
  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 8 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - კაცმა, რომელსაც პოლიცია 7 თვის განმავლობაში უსმენდა მიმალვა შეძლოტვ პირველი
  • შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავაფორმულა
კავშირი →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ