მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: ლიბერალური მთავრობები, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური ზეწოლის ექსპორტს, მათ შორის საქართველოში, ახლა საკუთარ ქვეყნებში იწყებენ ჩაძირვას
დავით ქართველიშვილი: ლიბერალური მთავრობები, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური ზეწოლის ექსპორტს, მათ შორის საქართველოში, ახლა საკუთარ ქვეყნებში იწყებენ ჩაძირვას

დავით ქართველიშვილი: ლიბერალური მთავრობები, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური ზეწოლის ექსპორტს, მათ შორის საქართველოში, ახლა საკუთარ ქვეყნებში იწყებენ ჩაძირვას

იმედი|imedinews.ge

სანამ ევრობიუროკრატია წლების განმავლობაში ოცნებობს საქართველოში „რეჟიმის შეცვლაზე“, ამზადებს სანქციების პაკეტებს, იმუქრება „იზოლაციით“, სავიზო რეჟიმის შემოღებით და მაღალი ევროტრიბუნებიდან თბილისს ასწავლის, თუ როგორ უნდა ეცხოვრა მას „სწორად“ - თავად ევროპა, „დომინოს" პრინციპით პოლიტიკური „სტაბილურობის" მართლაც უნიკალურ მაგალითებს გვიჩვენებს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, თბილისი მშვიდად აკვირდება, როგორ ტოვებენ „დემოკრატიის მასწავლებლები“ საკუთარ კაბინეტებს ვადამდე.

„სანამ ევრობიუროკრატია წლების განმავლობაში ოცნებობს საქართველოში „რეჟიმის შეცვლაზე“, ამზადებს სანქციების პაკეტებს, იმუქრება „იზოლაციით“, სავიზო რეჟიმის შემოღებით და მაღალი ევროტრიბუნებიდან თბილისს ასწავლის, თუ როგორ უნდა ეცხოვრა მას „სწორად“ - თავად ევროპა, „დომინოს" პრინციპით პოლიტიკური „სტაბილურობის" მართლაც უნიკალურ მაგალითებს გვიჩვენებს. ერთმანეთის მიყოლებით ინგრევა კოალიციები, პრემიერ-მინისტრები ვადამდე ტოვებენ თანამდებობებს, ხოლო მთავრობები იმაზე უფრო სწრაფად იშლებიან, ვიდრე საქართველოს წინააღმდეგ მორიგი რეზოლუციის შეთანხმებას ასწრებენ.

ახლა ამ ტალღამ ლატვიამდეც მიაღწია - პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინიამ ოფიციალურად განაცხადა გადადგომის შესახებ, კოალიციური კრიზისა და შიდა პოლიტიკური რღვევის ფონზე. ამაში განსაკუთრებული სარკაზმი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი მიმდინარეობს „დემოკრატიის დაცვისა“ და „ევროპული ღირებულებების“ სახელით. ლატვიაში ხელისუფლების კრიზისი უსაფრთხოების სისტემის ჩავარდნებით, დრონებთან დაკავშირებული სკანდალებითა და კოალიციის შიგნით სრული უნდობლობის ფონზე დაიწყო. თავდაცვის მინისტრი გადადგა, სამთავრობო პარტნიორებმა საჯაროდ დაიწყეს ეჭვის შეტანა პრემიერის მართვის ქმედუნარიანობაში, შემდეგ კი მთლიანად ხელისუფლების კონსტრუქცია ჩამოიშალა. და სწორედ ეს პოლიტიკური ელიტები წლების განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოსთვის „სწორი მმართველობის“ გაკვეთილების ჩატარებას.

კიდევ უფრო საინტერესოა ბრიტანეთის ფონი, სადაც კირ სტარმერის მთავრობა უკვე აწყდება რეიტინგების მკვეთრ ვარდნას, შიდა განხეთქილებასა და საზოგადოების მზარდ უკმაყოფილებას - მიგრაციული, ეკონომიკური და იდეოლოგიური პოლიტიკის გამო. მთელ ევროპაში ერთი და იგივე პროცესი მიმდინარეობს: ლიბერალური მთავრობები, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური ზეწოლის ექსპორტს (მათ შორის საქართველოზეც), ახლა საკუთარ ქვეყნებში იწყებენ ჩაძირვას. და რაც უფრო ხმამაღლა ისმოდა მუქარები თბილისის მიმართ, მით უფრო სწრაფად ინგრეოდა მათი საკუთარი პოლიტიკური მდგრადობა. ამ ფონზე საქართველო თითქმის პარადოქსულად გამოიყურება. ქვეყანა, რომელსაც წლების განმავლობაში უწინასწარმეტყველებდნენ შიდა აფეთქებას, სანქციურ კოლაფსსა და საერთაშორისო იზოლაციას, ინარჩუნებს მართვადობას, ეკონომიკურ ზრდას, სატრანზიტო ფუნქციასა და პოლიტიკურ სტაბილურობას. დღეს ევროპული მთავრობების დიდი ნაწილი, უკვე იმაზე კი აღარ ფიქრობს, როგორ „დასაჯოს“ საქართველო, არამედ - როგორ გადაიტანოს საკუთარი პოლიტიკური რღვევების სეზონი. ამ ყველაფრის ფონზე კი თბილისი მშვიდად აკვირდება, როგორ ტოვებენ მორიგი „დემოკრატიის მასწავლებლები“ საკუთარ კაბინეტებს ვადამდე“, - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი