მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: საქართველო ეტაპობრივად დაიმკვიდრებს თავს არა მხოლოდ სატრანსპორტო ხიდად ევროპასა და აზიას შორის, არამედ მთელი ევრაზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ლოჯისტიკურ და ენერგეტიკულ ჰაბად
დავით ქართველიშვილი: საქართველო ეტაპობრივად დაიმკვიდრებს თავს არა მხოლოდ სატრანსპორტო ხიდად ევროპასა და აზიას შორის, არამედ მთელი ევრაზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ლოჯისტიკურ და ენერგეტიკულ ჰაბად

დავით ქართველიშვილი: საქართველო ეტაპობრივად დაიმკვიდრებს თავს არა მხოლოდ სატრანსპორტო ხიდად ევროპასა და აზიას შორის, არამედ მთელი ევრაზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ლოჯისტიკურ და ენერგეტიკულ ჰაბად

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს სომხეთში მიმდინარე არჩევნებზე და ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი შედეგისთვისაა მზად. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი საქართველოს გეოეკონომიკური მდგრადობაა და შუა დერეფანი ამბიციური იდეიდან რეალურად მოქმედ სატრანსპორტო სისტემად იქცა. ქართველიშვილის აზრით, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მსოფლიო ბანკმა 372 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოსთვის, ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის შემდგომი განვითარების მიზნით: „შუა დერეფანი ამბიციური იდეის ეტაპიდან რეალურად მოქმედი ევრაზიული სატრანსპორტო სისტემის ეტაპზე გადავიდა. საქართველო რჩება იმ საკვანძო სახმელეთო რგოლად, რომლის გარეშეც შეუძლებელია კასპიის რეგიონი, ცენტრალური აზია, თურქეთი და ევროპა ერთიან ლოჯისტიკურ ჯაჭვად გაერთიანდეს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ის აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთი საქართველო, „როგორც ღირებულებათა ცენტრი და სუბიექტი“, იძენს შანსს აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

„დღეს, რა თქმა უნდა, მთავარი რეგიონული მოვლენა სომხეთში ჩასატარებელი არჩევნებია, რომლის შედეგები თავის ზეგავლენას მოახდენს სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მრავალ შემდგომ პროცესებზე. თუმცა, საქართველო ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა, პირველ რიგში თავისი გეოეკონომიკური მდგრადობით. ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის სრული ამოქმედება საქართველოსთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვიდრე უბრალოდ კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება.

ფაქტობრივად, საუბარია იმაზე, რომ შუა დერეფანი ამბიციური იდეის ეტაპიდან რეალურად მოქმედი ევრაზიული სატრანსპორტო სისტემის ეტაპზე გადავიდა. საქართველოს მონაკვეთის მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ, „ბთყ“-ის გამტარუნარიანობა დაახლოებით ხუთჯერ (!) გაიზარდა - წელიწადში 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე. სწორედ საქართველოს ტერიტორია რჩება იმ საკვანძო სახმელეთო რგოლად, რომლის გარეშეც შეუძლებელია კასპიის რეგიონი, ცენტრალური აზია, თურქეთი და ევროპა ერთიან ლოჯისტიკურ ჯაჭვად გაერთიანდეს.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მოდერნიზებული მაგისტრალის ამოქმედებას თითქმის ერთდროულად დაემთხვა მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის 372 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის შემდგომი განვითარების მიზნით. ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური დეკლარაციები ან ექსპერტული პროგნოზები, ეს არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაში. უმსხვილესი საერთაშორისო მოთამაშეები საკუთარი ფინანსური გადაწყვეტილებებით ადასტურებენ, რომ ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დერეფანი სწორედ საქართველოზე უნდა გადიოდეს.

თუ რამდენიმე წლის წინ რეგიონს ძირითადად უსაფრთხოებისა და კონფლიქტების კონტექსტში განიხილავდნენ, დღეს სულ უფრო ხშირად საუბრობენ მის ეკონომიკურ და სატრანზიტო მნიშვნელობაზე. ბოლო დღეების არაერთ საერთაშორისო ანალიტიკურ პუბლიკაციაში საქართველო და ყაზახეთი უკვე მოხსენიებულია, როგორც ახალი ევრაზიული ღერძი, რომელიც ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, შავი ზღვის აუზსა და ევროპას ერთმანეთთან აკავშირებს.

უფრო მეტიც, უკრაინაში მიმდინარე კრიზისის ფონზე შუა დერეფანი პრაქტიკულად ყველაზე სტაბილურ სახმელეთო მარშრუტად იქცა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რაც საქართველოს მნიშვნელობას ობიექტურად ზრდის, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური სიმპათიები არსებობს სხვადასხვა დედაქალაქში.

თბილისისთვის ეს მხოლოდ სატრანზიტო შემოსავლების ზრდას არ ნიშნავს. ყალიბდება ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, სადაც სახელმწიფოს ღირებულება განისაზღვრება არა მხოლოდ ეკონომიკის ზომით ან მოსახლეობის რაოდენობით, არამედ მისი უნარით, უზრუნველყოს კავშირი მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებს შორის.

სწორედ ამიტომ, ბოლო კვირების განმავლობაში ერთდროულად აქტიურდება ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, ანაკლიის პორტის პროექტი, ტრანსკასპიური მარშრუტი და ენერგეტიკული დერეფნები. თუ არსებული დინამიკა შენარჩუნდება, საქართველო ეტაპობრივად დაიმკვიდრებს თავს არა მხოლოდ სატრანსპორტო ხიდად ევროპასა და აზიას შორის, არამედ მთელი ევრაზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ლოჯისტიკურ და ენერგეტიკულ ჰაბად.

და ყველაზე მთავარი - სწორედ ასეთი საქართველო, როგორც ღირებულებათა ცენტრი და სუბიექტი, იძენს შანსს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიხეილ ბულგაკოვის გმირის ცნობილი ფორმულით: „არასოდეს და არაფერს ითხოვდეთ! არასოდეს და არაფერს, განსაკუთრებით მათგან, ვინც თქვენზე ძლიერია. თავად შემოგთავაზებენ და თავადვე ყველაფერს მოგცემენ!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

იმედი

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

იმედი