მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი კახეთში სტიქიაზე: მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, დროულად იყოს აღდგენილი, რომ ქალაქმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება
დავით სონღულაშვილი კახეთში სტიქიაზე: მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, დროულად იყოს აღდგენილი, რომ ქალაქმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება

დავით სონღულაშვილი კახეთში სტიქიაზე: მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, დროულად იყოს აღდგენილი, რომ ქალაქმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება

იმედი|imedinews.ge

აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოების აღდგენითი ღონისძიებები, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.

მისივე თქმით, ზიანი სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც იქნება შეფასებული.

„მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, დროულად იყოს აღდგენილი, რომ ქალაქმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის, ვასიკო ხუროშვილის განცხადებით კი, თელავში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეთ.

„ამ დროისთვის თელავში, ალაზნის გამზირზე, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილი აქვს. კავკასიონის მიმართულებით დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ელსაყრდენები, რომლებზეც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თელავის სერვისცენტრის ტექნიკური ჯგუფი სრულად მობილიზებულია“, - განაცხადა ვასიკო ხუროშვილმა.

მძიმე ტექნიკა თელავში კავკასიონის ქუჩას ქვა-ღორღისგან წმენდს. ქუჩის გახსნა საღამოსთვის იგეგმება. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ ქალაქის ქუჩები და შენობები დატბორა. მუშაობს სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, მოგვიანებით მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყება.

სტიქიის შედეგად კახეთში განადგურდა ინფრასტრუქტურა, დანგრეულია ხიდი, დატბორილია საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული და საჯარო შენობები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეჟიმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • 28 აგვისტო საბაჟოები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ, გეზ-ები კი არა - შემოსავლების სამსახურიBM.GE
  • გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათფორმულა
  • აშშ სანქციებს უწესებს 60-ზე მეტ ორგანიზაციას, ფიზიკურ პირს და გემს, რომლებიც ირანის რეჟიმს ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების უკანონო მოპოვებაში, კიბეროპერაციების განხორციელებასა და ნავთობიდან შემოსავლების მიღებაში ეხმარებიან - სკოტ ბესენტირუსთავი 2
  • ღარიბაშვილის ოჯახი ამბობს, რომ "ირაკლი აუცილებელი მოგერიების" რეჟიმში მოქმედებსტვ პირველი
რეჟიმში →

მსგავსი სტატიები

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

იმედი

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

იმედი

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი,  ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

იმედი