მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა
დავით სონღულაშვილი კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრთან შეხვედრაზე ფერმერებმა დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა წარადგინა ინიციატივა დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც სექტორის მხარდაჭერასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს.

„კარტოფილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია წარმოების ზრდისა და დარგის განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ შეიქმნა შესაბამისი საბჭო, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება სექტორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია, არსებული გამოწვევების განხილვა და ისეთი მექანიზმების განსაზღვრა, რომლებიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას და კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, შესაბამისი ტექნიკის ხელმისაწვდომობის საკითხებს და დარგის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების იმგვარად კორექტირების მნიშვნელობას, რომ ეფექტიანად პასუხობდეს დარგის რეალურ გამოწვევებს.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად მინისტრის მოადგილის კურატორობით გაიმართება. კვარტალში ერთხელ კი, შეხვედრას მინისტრი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა ინტერესების მეტად გათვალისწინებას და სექტორის განვითარებისკენ მიმართული პროექტების ეფექტიან დაგეგმვას. შეხვედრას მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია ასევე, სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ