მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ადგილობრივი წარმოება ქმნის ახალ შესაძლებლობებს ფერმერებისთვის
დავით სონღულაშვილი: თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ადგილობრივი წარმოება ქმნის ახალ შესაძლებლობებს ფერმერებისთვის

დავით სონღულაშვილი: თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ადგილობრივი წარმოება ქმნის ახალ შესაძლებლობებს ფერმერებისთვის

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, კომბინირებული საკვების გადამმუშავებელ საწარმოს შპს „აგრო უნივერსალ საქართველო“ საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საწარმოში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თანამედროვე აგროსაწარმოების განვითარება ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულების განვითარებას და რეგიონებში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას. რეგიონში არსებული გადამმუშავებელი საწარმოს შესაძლებლობები გვაძლევს საშუალებას, უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ ქვეყანაში წარმოებული რესურსი და შევქმნათ სტაბილური მიწოდების ჯაჭვი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შპს „აგრო უნივერსალ საქართველო“ 2023 წლიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიის მხარდაჭერა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და სააგენტოს თანადაფინანსებამ ჯამურად 1 178 833 ლარი შეადგინა. კერძოდ, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, მარცვლეულის გადამუშავების საწარმოს შექმნის მიზნით, კომპანიამ 500 000 ლარის თანადაფინანსება მიიღო. ასევე, 2023-2025 წლებში კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამით ისარგებლა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობის დასრულება, ცხოველისა და ფრინველის საკვების საწარმოს მოწყობა, დანადგარების შეძენა-მონტაჟი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. აღნიშნული მიმართულებით სააგენტოს თანადაფინანსებამ 678 833 ლარი შეადგინა.

დღეს შპს „აგრო უნივერსალ საქართველოს“ საწარმოს წარმადობა საათში 6 ტონას შეადგენს. წარმოებული კომბინირებული საკვები ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. საწარმოში მუდმივად 10 ადამიანია დასაქმებული.

კომბინირებული საკვების გადამმუშავებელ საწარმოში ასევე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • "ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა 7-8%-იანი ზრდის შესაძლებლობა წაგვართვა, თუმცა ჩამორჩენა ამოვავსეთ"|ანალიზიBM.GE
  • ეს იქნება ერთჯერადი, საგამონაკლისო წესით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წელს განხორციელდება - გივი მიქანაძე მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობაზერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
  • 1795 აბიტურიენტს მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებანეტგაზეთი
შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

იმედი

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

იმედი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

იმედი