მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილმა კახეთში სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა
დავით სონღულაშვილმა კახეთში სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

დავით სონღულაშვილმა კახეთში სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

იმედი|imedinews.ge

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2025-2026 სასწავლო წლის სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო. მინისტრმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების შემდგომ გზაზე.

„დღეს ვაფასებთ იმ ახალგაზრდების შრომასა და მიღწევებს, რომლებმაც 12-წლიანი სასწავლო გზა წარმატებით გაიარეს და მაღალი აკადემიური შედეგები აჩვენეს. მათი მონდომება და მიზანდასახულობა დასაფასებელია. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას და მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას. სწორედ განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდები წარმოადგენენ ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ღონისძიებაში კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი 464 მოსწავლე მონაწილეობდა. მათ ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება 2022 წელს დაიწყო და უკვე ტრადიციულ ღონისძიებად იქცა. მისი მიზანია კურსდამთავრებულების წახალისება, მათი მიღწევების აღიარება და ახალგაზრდებში განათლების პოპულარიზაცია.

დაჯილდოების ცერემონიას სკოლის კურსდამთავრებულებთან და პედაგოგებთან ერთად კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი და გიორგი ბენაშვილი, ასევე რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი