მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ლგბტ პროპაგანდაზე: ითხოვდნენ, რომ მოგვეცით საშუალება უბრალოდ გავივლით, აღლუმსაც არ ჩავატარებთ, უბრალოდ რუსთაველზე გავივლითო. ჩვენ ვეკითხებოდით თქვენი მიზანი ხომ გავლა არ არის, საბოლოოდ თქვენი მიზანი ხომ ქორწინების დაკანონება და ბავშვის აყვანაა - ბავშვის აყვანა საშინელებაა, რადგან ბავშვის უფლებებს არღვევ ამით
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ლგბტ პროპაგანდაზე: ითხოვდნენ, რომ მოგვეცით საშუალება უბრალოდ გავივლით, აღლუმსაც არ ჩავატარებთ, უბრალოდ რუსთაველზე გავივლითო. ჩვენ ვეკითხებოდით თქვენი მიზანი ხომ გავლა არ არის, საბოლოოდ თქვენი მიზანი ხომ ქორწინების დაკანონება და ბავშვის აყვანაა - ბავშვის აყვანა საშინელებაა, რადგან ბავშვის უფლებებს არღვევ ამით

იმედი|imedinews.ge

ეს ნელ-ნელა მოვიდა. როცა ვხვდებოდით მათ წარმომადგენლებს, მათ ადვოკატებს, მაშინ ისინი ითხოვდნენ, რომ მოგვეცით საშუალება უბრალოდ გავივლით, აღლუმსაც არ ჩავატარებთ, უბრალოდ რუსთაველზე გავივლითო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ საქართველოში ლგბტ პროპაგანდის დამკვიდრების მცდელობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საპატრიარქოს წარმომადგენლები მათ ეკითხებოდნენ თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზანი, რუსთაველის გამზირზე უბრალოდ გვალა, თუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება და ბავშვების შვილად აყვანის უფლების მოპოვება.

„ჩვენ ვეკითხებოდით თქვენი მიზანი ხომ გავლა არ არის, საბოლოოდ თქვენი მიზანი ხომ ქორწინების დაკანონება და ბავშვის აყვანაა, ეს ხომ საოცრებაა. ორ ადამიანს როგორც უნდა ისე იცხოვროს, მაგრამ ბავშვის აყვანა საშინელებაა, რადგან ბავშვის უფლებებს არღვევ ამით.

ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამას გვთხოვენ, ხალხში არასწორადაა გაგებული. ისინი იმას გთხოვენ, რასაც თავის თავს სთხოვენ. რასაც თავის შვილს უსურვებენ, იმას უსურვებენ შენს შვილსაც“, - აღნიშნა დეკანოზმა.

ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრებსა და მათი მხრიდან წამოყენებული მოთხოვნების შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გასულ კვირას ისაუბრა.

„ქალბატონი ჰაჯა ლაბიბი მობრძანდა საპატრიარქოში და გაუგონარი რამ გვთხოვა, თქვა, რომ საპატრიარქოს აქვს საკმაოდ დიდი გავლენები საზოგადოებაში, რომ ქართული საზოგადოება 21-ე საუკუნის ტენდენციებს ძალიან ჩამორჩა, მისთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინებები და ჩვენ გვთხოვა, რომ უნდა დავხმარებოდით ამის პოპულარიზაციაში", - განაცხადა ინტერვიუში ანდრია ჯაღმაიძემ 2023 წელს გამართული შეხვედრის შესახებ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსთაველის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაში ერთვებიანBM.GE
  • რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებსფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - დედაქალაქის მთავარი გამზირი განსხვავებული იერსახით თბილისელებს ოთხ თვეში დაუბრუნდებარუსთავი 2
რუსთაველის →

მსგავსი სტატიები

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

იმედი

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

იმედი

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი,  ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

იმედი