მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დეკანოზი ანდრია: ცნობილი მედიასაშუალებების მხრიდან 10 წლის განმავლობაში, 5 ათასზე მეტი ნეგატიური გადაცემა გაკეთდა. პირადად ჩემზე, მეუფე შიოზე, აღარ ვამბობ, პატრიარქზე რამდენი გაკეთდა - 2 დღეში სამი გადაცემა გამოდის
დეკანოზი ანდრია: ცნობილი მედიასაშუალებების მხრიდან 10 წლის განმავლობაში, 5 ათასზე მეტი ნეგატიური გადაცემა გაკეთდა. პირადად ჩემზე, მეუფე შიოზე, აღარ ვამბობ, პატრიარქზე რამდენი გაკეთდა - 2 დღეში სამი გადაცემა გამოდის

იმედი|imedinews.ge

წარმოგიდგენიათ, რომ აი, იმ ცნობილი მედიასაშუალებების მხრიდან 10 წლის განმავლობაში, 5 ათასზე მეტი ნეგატიური გადაცემა გაკეთდა. პირადად ჩემზე, მეუფე შიოზე, აღარ ვამბობ, პატრიარქზე რამდენი გაკეთდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე).

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა შეკითხვას, პატრიარქის არჩევის პროცესზე გარკვეული ძალების მხრიდან რამდენად არსებობს გავლენის მოხდენის მცდელობა და რამდენად რეალისტურია ამ პროცესში ვინმე ჩაერთოს.

„მივადევნე თვალი - ჩვენი სამსახურის ერთი ნაწილი სწორედ ამას აკეთებს და რა იგულისხმება ზეწოლასა და გავლენაში? - ის, რომ ვიღაცამ კრიტიკული აზრი გამოთქვა, ვიღაცამ თავისი აზრი გამოთქვა. კი, მაგრამ ვისი მხრიდანაც ისმის ეს კრიტიკა, რომ ზეწოლა არის, მათი მხრიდან რა ზეწოლა ხორციელდებოდა?!

წარმოგიდგენიათ, რომ აი, იმ ცნობილი მედიასაშუალებების მხრიდან 10 წლის განმავლობაში, 5 ათასზე მეტი ნეგატიური გადაცემა იყო გაკეთებული. პირადად ჩემზე იყო გაკეთებული, მეუფე შიოზე, აღარ ვამბობ, პატრიარქზე რამდენი იყო გაკეთებული. თუ ზეგავლენაზეა საუბარი, მაშინ იქიდან დავიწყოთ, თუ ამ სახის ზეგავლენაზეა საუბარი, რომ ვიღაცამ თავისი აზრი გამოთქვა, ან ვიღაცამ ცილი დასწამა. 5 ათასი გადაცემა! - რა გამოდის, 2 დღეში სამი გადაცემა გამოდის. ამდენი იშრომეს იმისთვის, რომ ეკლესიისთვის მიეყენებინათ ზიანი.

ღმერთმა ყველას შეუნდოს! მე ვისურვებდი, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ხვალინდელი დღე და პატრიარქის გარდაცვალებამ გვაჩვენა, რომ ამის რესურსი გვაქვს. მე ბევრ რამეს დავივიწყებდი. პირადად ჩემ მიმართ გაკეთებულს და ამას მოვემსახურებოდი, რომ ხალხს, რომელმაც ეს კულტურა აჩვენა, არ ავუბნიოთ გზა“, - აღნიშნა მამა ანდრიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: განმავლობაში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - კაცმა, რომელსაც პოლიცია 7 თვის განმავლობაში უსმენდა მიმალვა შეძლოტვ პირველი
  • რუმინეთმა სამი დღის განმავლობაში მესამე, სავარაუდოდ რუსული, დრონი ჩამოაგდოფორმულა
  • რუსთაველის რეაბილიტაცია ზეგ დაიწყება – როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი მომდევნო ოთხი თვის განმავლობაშიBM.GE
  • ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში იყორუსთავი 2
განმავლობაში →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

იმედი