მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: როგორ ლანძღავდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს, სასულიერო პირებიც კი გამოდიან და გაუგებარ რაღაცებს ლაპარაკობენ, რომ შფოთი შემოიტანონ ეკლესიაში
დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: როგორ ლანძღავდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს, სასულიერო პირებიც კი გამოდიან და გაუგებარ რაღაცებს ლაპარაკობენ, რომ შფოთი შემოიტანონ ეკლესიაში

იმედი|imedinews.ge

როგორ ლანძღავდნენ და აკნინებდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა ყველაფერს, ერთი პასუხი არ გასცა არავის. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს, - განაცხადა თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი გოგიჩაიშვილმა ქადაგებისას.

მისი თქმით, არის მცდელობები ეკლესიაში შფოთის შემოტანისა და ადამიანების დაბნევის, მრევლი კი ამ ყველაფერს არ უნდა აჰყვეს.

დეკანოზმა მრევლს მოუწოდა ლოცვისკენ, რათა სინოდმა ღირსეული პატრიარქი აარჩიოს.

„როცა ადამიანი გლანძღავს, ცილს გწამებს, როგორი მოსათმენია, როგორი რთული და მტკინვეულია. მაგრამ ზუსტად ეს ტკივილი უნდა განიცადო, რაც წმინდა გიორგიმ განიცადა და მოითმინო და აპატიო შენ მტერს, მლანძღველს. როგორ ლანძღავდნენ და აკნინებდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა ყველაფერს, ერთი პასუხი არ გასცა არავის. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს, პატრიარქობის არჩევნები ჯერ არ დამთავრებულა და უკვე რა დღეში არიან. სამწუხაროდ, სასულიერო პირებიც კი გამოდიან და გაუგებარ რაღაცებს ლაპარაკობენ, რომ შფოთი შემოიტანონ ეკლესიაში და ადამიანები დააბნიონ. ხედავთ, ეშმაკი როგორ ბობოქრობს? ეს არაფრით არ შეიძლება. ღმერთმა ყველას აპატიოს. ამიტომ ჩვენ უნდა ვილოცოთ და ჩვენ მფარველს, წმინდა გიორგის შევთხოვოთ, რომ აირჩიოს ღირსეული პატრიარქი. მე მწამს, რომ დედა ღვთისმშობელი არ დატოვებს ჩვენ ქვეყანას და ჩვენი პატრიარქის - ილია მეორის გამგრძელებელს ღირსეულს აირჩევენ. ჩვენ ძალიან ღირსეული ეპისკოპოსები გვყავს. პირველ რიგში ღმერთი მოქმედებს და რა თქმა უნდა, ადამიანის ნებაც არის ამაში, ამიტომ ღრმად მწამს, რომ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ აჰყვეთ ამ ამბავს, ეშმაკი ბობოქრობს, უნდა შფოთი, სიძულვილი და განკითხვა შემოიტანოს.

მჯერა, რომ წმინდა გიორგი გამოარჩევს, იმიტომ რომ პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია, ამიტომ როგორც პატრიარქმა თქვა, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“, - განაცხადა დეკანოზმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი