მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი 17 მაისზე: ვფიქრობ, ეს დღე უკვე იქცა ტრადიციად, ძალიან ლამაზ, მნიშვნელოვან ტრადიციად. პატრიარქმა შიო მესამემ ბრძანა კიდეც, რომ ის აგრძელებს იმ სწორ გზას, რომელიც დაიწყო პატრიარქმა ილია მეორემ
დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი 17 მაისზე: ვფიქრობ, ეს დღე უკვე იქცა ტრადიციად, ძალიან ლამაზ, მნიშვნელოვან ტრადიციად. პატრიარქმა შიო მესამემ ბრძანა კიდეც, რომ ის აგრძელებს იმ სწორ გზას, რომელიც დაიწყო პატრიარქმა ილია მეორემ

იმედი|imedinews.ge

ვფიქრობ, ეს დღე უკვე იქცა ტრადიციად, ძალიან ლამაზ, მნიშვნელოვან ტრადიციად, რომელსაც არ სჭირდება დიდი რეკლამირება, განსაკუთრებული დაგეგმვა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დეკანოზმა ნიკოლოზ ტატუაშვილმა 17 მაისთან დაკავშირებით.

დეკანოზის თქმით, პატრიარქმა შიო მესამემ ბრძანა კიდეც, რომ ის აგრძელებს იმ სწორ გზას, რომელიც დაიწყო პატრიარქმა ილია მეორემ.

„პატრიარქმა, ნეტარხსენებულმა ილია მეორემ დაგვიტოვა მრავალი მემკვიდრეობა და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ჩვენ ვნახეთ, წინ უსწრებდა ხოლმე მოვლენებს. როდესაც რამე გადაწყვეტილებას მიიღებდა, ან სიტყვას იტყოდა ხოლმე, თითქოს მაშინ თანამედროვეებს არ ესმოდათ, მაგრამ შემდეგ ვხვდებოდით, როგორი წინმსწრები იყო მისი გადაწყვეტილება.

თავისთავად, ჩვენ გვესმის ასეთი რამ, რომ ტრადიციებს ზოგი ებრძვის, ზოგი იცავს. უნდა ითქვას, რომ ერთმნიშვნელოვნად ყველა ტრადიცია კარგი არ არის და ყველა ტრადიცია ცუდი არ არის. ჩვენ უნდა გავიგოთ, რა არის მთავარი. ვფიქრობ, ეს დღესასწაული [17 მაისი] და ამაზე ყურადღების გამახვილება პატრიარქ ილია მეორის მიერ, სწორედ იყო იმ ბურჯის, იმ საყრდენის მოცემა, რითაც ჩვენ გვითხრა, რომ ეს არის ის საყრდენი, რომელზეც შეიძლება დაყრდნობა.

ვფიქრობ, ეს დღე უკვე იქცა ტრადიციად, ძალიან ლამაზ, მნიშვნელოვან ტრადიციად, რომელსაც არ სჭირდება დიდი რეკლამირება, განსაკუთრებული დაგეგმვა. ხალხი თავისთავად გამოდის, თავისით ხდება ეს დღესასწაული, იზრდება და იზრდება სურვილი დასწრების. ამ გზის, ამ ხაზის გაგრძელება არის ბუნებრივად და პატრიარქმა შიო მესამემ ბრძანა კიდეც, რომ ის აგრძელებს იმ სწორ გზას, რომელიც დაიწყო პატრიარქმა ილია მეორემ.

ახლა არის პირველი წელი, როდესაც მის გარეშე მოგვიწევს. შერეული გრძნობებია, თან ვდარდობთ, რომ ჩვენთან არ არის, მაგრამ თან გვიხარია, რომ ეკლესიის სისავსეა, ავირჩიეთ ახალი პატრიარქი, მისივე რჩეული. მადლობა ღმერთს, რომ ისევ ამ სისავსით, სიხარულით, 40 დღიანი გლოვის შემდეგ, შევძლებთ მის გარეშე, თუმცა იგივე პათოსით აღვნიშნოთ ხვალინდელი დღე“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ