მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი: 17 მაისი არის დღე, როდესაც სწორედაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გამოგვდის ერთიანობა; ეს არის დღე, როდესაც ერთიანდება მთელი საქართველო, განურჩევლად რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა
დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი: 17 მაისი არის დღე, როდესაც სწორედაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გამოგვდის ერთიანობა; ეს არის დღე, როდესაც ერთიანდება მთელი საქართველო, განურჩევლად რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა

იმედი|imedinews.ge

17 მაისი არის დღე, როდესაც სწორედაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გამოგვდის ერთიანობა; ეს არის დღე, როდესაც ერთიანდება მთელი საქართველო, განურჩევლად რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას დეკანოზმა, ნიკოლოზ ტატუაშვილმა.

მან ისაუბრა, თუ რამდენად აერთიანებს ეს დღე მთელ საზოგადოებას. დეკანოზმა გაიხსენა, თუ როგორ იგლოვა მთელმა საქართველომ პატრიარქი და იმ დღეებში საზოგადოებამ შეძლო გაერთიანება. მისივე თქმით, ოჯახის სიწმინდე არის ისეთი ღირებულება, რომელიც ყველას გვაერთიანებს.

„დავინახეთ, რომ ეს ჩვენ შეგვძლებია. ვფიქრობ, ასეთი დღეა 17 მაისი, როდესაც სწორედაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გამოგვდის ერთიანობა. ეს არის დღე, როდესაც ერთიანდება მთელი საქართველო, განურჩევლად რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა.

მახსოვს, შარშან რუსთავში ვიყავი ღონისძიებებში ჩართული - მოგეხსენებათ, დიდ ქალაქებშიც აღნიშნავენ ამ დღესასწაულს და ბევრი ეთნიკურად არაქართველი და რელიგიურად სხვა წარმომადგენლები, როგორ ბედნიერები იყვნენ და მათაც როგორ უხაროდათ ეს დღე, რადგან ეს არის არა მხოლოდ რელიგიური და ქრისტიანული, არამედ ზოგადსაკაცობრიო ღირებულება, რომელიც მთელ საქართველოს მოქალაქეებს, მთელ ერს გვაერთიანებს“, - აღნიშნა მამა ნიკოლოზმა.

17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად 10:00 საათზე საყოველთაო შეკრება საქართველოს 10 ქალაქში დაიწყება.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი