მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Der Spiegel: ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში ფრიდრიხ მერცის თანამდებობიდან შესაძლო წასვლას განიხილავენ
Der Spiegel: ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში ფრიდრიხ მერცის თანამდებობიდან შესაძლო წასვლას განიხილავენ

Der Spiegel: ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში ფრიდრიხ მერცის თანამდებობიდან შესაძლო წასვლას განიხილავენ

იმედი|imedinews.ge

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ხელმძღვანელობა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობის მეთაურის პოსტიდან შესაძლო წასვლას განიხილავს, - წერს Der Spiegel-ი პარტიაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ეს საკითხი შესაძლოა დღის წესრიგში სამი ფედერალური მიწის რეგიონული პარლამენტების სექტემბრის არჩევნების შემდეგ დადგეს. Der Spiegel-ის წყაროები ამტკიცებენ, რომ ქდკ-ის შიგნით იზრდება უკმაყოფილება პარტიაში არსებული მდგომარეობით და მერცის ავტორიტეტი მისი თანამებრძოლების ნაწილში ეცემა.

2026 წლის სექტემბერში არჩევნები უნდა გაიმართოს ბერლინის, საქსონია-ანჰალტისა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ პარლამენტებში. ბოლო გამოკითხვების თანახმად, რომლებსაც Der Spiegel ეყრდნობა, შედეგები ქდკ-ისთვის შესაძლოა არახელსაყრელი აღმოჩნდეს. არჩევნების შემდეგ, როგორც გამოცემის რესპონდენტები აცხადებენ, ამ ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებმა შესაძლოა მერცს კანცლერის თანამდებობის დატოვების წინადადებით მიმართონ.

სავარაუდო შემცვლელად წყაროები ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრს, ჰენდრიკ ვუსტს ასახელებენ. ჟურნალის ინფორმაციით, მას ​ქდკ-ის თავმჯდომარისა და ფედერალური მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ერთ-ერთ პოტენციურ კანდიდატად განიხილავენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თანამდებობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენაფორმულა
  • ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენეს - კრავჩენკომ ქვეყანა დატოვაBM.GE
  • კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნანეტგაზეთი
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენარუსთავი 2
თანამდებობა →

მსგავსი სტატიები

ბექა ვაჭარაძე: ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ - ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ

ბექა ვაჭარაძე: ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ - ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ

იმედი

გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

იმედი

გურამ მაჭარაშვილი: თუ FARA-ს კანონის გამკაცრება ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია

სინგაპურში მოსახლეობას სოციალური ქსელების სქროლვის სანაცვლოდ წიგნების კითხვაში ფულს უხდიან📚

სინგაპურში მოსახლეობას სოციალური ქსელების სქროლვის სანაცვლოდ წიგნების კითხვაში ფულს უხდიან📚

იმედი