მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Deutsche Welle: რუსეთში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალები დაიხურება - აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში „რუსული სახლის“ ფუნქციონირების შესახებ შეთანხმება გააუქმა
Deutsche Welle: რუსეთში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალები დაიხურება - აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში „რუსული სახლის“ ფუნქციონირების შესახებ შეთანხმება გააუქმა

იმედი|imedinews.ge

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალები დაიხურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში „რუსული სახლის“ ფუნქციონირების შესახებ შეთანხმება გააუქმა.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ხუთშაბათს, ვლადივოსტოკში მიმდინარე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გერმანელებს აქ გოეთეს ინსტიტუტის განყოფილებები აქვთ - მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში. რა თქმა უნდა, ისინი დაიხურება მას შემდეგ, რაც ჩვენი კულტურული ცენტრი იქიდან გამოაძევეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავს პატივს არ ვცემთ“, - განაცხადა ლავროვმა.

„გერმანიის ხელისუფლება შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე, რაც ცალსახად ნიშნავს რუსეთის ფედერაციაში მათი კულტურული ყოფნის დასრულებას“, - დასძინა მან.

ლავროვის განცხადება გერმანიის ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოჰყვა. ბერლინმა მოსკოვს პასუხისმგებლობა დააკისრა აგვისტოში, ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ უპილოტო საფრენი აპარატების ინციდენტზე.

საპასუხო ზომების ფარგლებში, გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 18 სექტემბრამდე დახუროს ქვეყანაში დარჩენილი რუსეთის უკანასკნელი გენერალური საკონსულო ბონში, ასევე გააუქმოს შეთანხმება ბერლინში „რუსული სახლის“ საქმიანობის შესახებ.

გარდა ამისა, ბერლინი გეგმავს გაამკაცროს კონტროლი ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე და გაძლიერებული ზომები მიიღოს რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლა - "ბლექ სი პეტროლიუმი"BM.GE
  • ზელენსკის თქმით რუსული ტერორის მსხვერპლთა რაოდენობა დასავლურ დახმარებაზეა დამოკიდებულიფორმულა
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • სამხარაულის ბიურომ აუდიოჩანაწერებისა და ხმის ანალიზის რუსული პროგრამა შეიძინა - მკვლევრები უსაფრთხოების რისკებზე საუბრობენტვ პირველი
რუსული →შეთანხმება →სახლი →

მსგავსი სტატიები

უკრაინული მედია: რუსეთმა უკრაინის უდიდეს ფარმაცევტულ საწყობზე იერიში მიიტანა - ზარალმა შესაძლოა მილიარდებს მიაღწიოს

უკრაინული მედია: რუსეთმა უკრაინის უდიდეს ფარმაცევტულ საწყობზე იერიში მიიტანა - ზარალმა შესაძლოა მილიარდებს მიაღწიოს

იმედი

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა

იმედი

გზების დეპარტამენტმა ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 3 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა

გზების დეპარტამენტმა ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 3 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე: ღარიბაშვილს ოპოზიციის ბანაკიდან თითქმის ღია ტექსტით ეუბნებიან, მიიხედ-მოიხედე, იქნებ დახმარება იქიდან მოგივიდეს საიდანაც არ ელოდებიო. ფარული გზავნილი კი არის  - ალაპარაკდი ირაკლი და ჩვენ მხარს დაგიჭერთო. იმედია ღარიბაშვილი საკუთარ თავს არ გადააქცევს იმ ოპოზიციის პაიკად, რომელსაც ამდენი წელი დაუნდობლად და იმედია გულწრფელად ებრძოდა