მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი: ნატო ბრძოლის ველზე რუსეთს ათწლეულით ჩამორჩება
დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი: ნატო ბრძოლის ველზე რუსეთს ათწლეულით ჩამორჩება

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი: ნატო ბრძოლის ველზე რუსეთს ათწლეულით ჩამორჩება

იმედი|imedinews.ge

ნატო სერიოზულად ჩამორჩება რუსეთს და ათწლეულზე მეტი დასჭირდება იმისათვის, რომ მოსკოვის საბრძოლო შესაძლებლობების ნახევარს მაინც გაუტოლდეს, - განაცხადა უკრაინის ყოფილმა მთავარსარდალმა და ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ.

ზალუჟნიმ ასევე აღნიშნა, რომ ნატო კვლავ იმ ილუზიით მოქმედებს, თითქოს მომავალი კონფლიქტები მეორე მსოფლიო ომის სცენარით წარიმართება.

„დიდი ალბათობით, ნატო შეინარჩუნებს არსებულ სახეს და უკრაინის მსგავსად 12 წელი დასჭირდება იმ სტანდარტებზე გადასასვლელად, რაც რუსეთის ფედერაციის დონის ნახევრამდე მაინც მისასვლელადაა საჭირო“, - განაცხადა მან კიევში, უკრაინის ელჩების შეხვედრაზე.

თუმცა მან აღიარა, რომ კიევს სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა სამხედრო ტექნოლოგიები, რომლებსაც ნატოს წევრი ქვეყნები ფლობენ, მისი თქმით, ალიანსი კვლავ იმ „დოქტრინებით“ ხელმძღვანელობს, რომლებიც ნაცისტურ გერმანიასთან ომის დროს ჩამოყალიბდა.

„მე ძალიან კარგად ვიცნობ ნატოს. დაახლოებით 12 წლის განმავლობაში პირადად ვმუშაობდი ნატოს სტანდარტების დანერგვაზე და ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ თითქოს ალიანსში გაწევრიანების ზღვარზე ვიყავით. სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 297 სტატია.

  • რუსეთში სახელმწიფო დუმის სამდღიანი არჩევნები დაიწყოBM.GE
  • კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგნეტგაზეთი
  • წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ლინდსი გრემის კანონპროექტი მიიღოფორმულა
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
რუსეთის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

იმედი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ჩეხეთის პრემიერი: გზას, რომელსაც მსოფლიო ახლა ადგას, უსაფრთხოებამდე არ მივყავართ - ის პირდაპირ ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ მიდის, მას მესამე მსოფლიო ომისკენ მივყავართ

ჩეხეთის პრემიერი: გზას, რომელსაც მსოფლიო ახლა ადგას, უსაფრთხოებამდე არ მივყავართ - ის პირდაპირ ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ მიდის, მას მესამე მსოფლიო ომისკენ მივყავართ

იმედი

პარლამენტში ჟურნალ „ოქროს საწმისის“ პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტში ჟურნალ „ოქროს საწმისის“ პრეზენტაცია გაიმართა

იმედი