
დიდგორის ბრძოლიდან 905 წელი გავიდა
იმედი|imedinews.ge
905 წელი დიდგორის ბრძოლიდან. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2026“ გაიმართება.
ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
„დიდგორობა 2026-ის“ ფარგლებში სამხედრო პირები დიდგორის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდებიან. გარდა ამისა, გაიმართება კონცერტი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებით.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge