მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მამა: ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი
ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მამა: ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი

ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მამა: ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი

იმედი|imedinews.ge

ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი, - წერს სოციალურ ქსელში ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მამა, გოგა ბერიძე.

როგორც ის აღნიშნავს, ნდობაზე, პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და ადამიანურობაზე დამყარებული თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა საქვეყნო საქმის მოგვარება.

„ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი. ნდობაზე, პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და ადამიანურობაზე დამყარებული თანამშრომლობის შედეგად მოვახერხეთ საქვეყნო საქმის მოგვარება. უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ყველა ბავშვის მშობელს ვინც არასოდეს დანებებულა, ყველა ექიმს ვინც გვერდით გვედგა, CF ასოციაციის დამფუძნებელ ნინო თედიაშვილს და რაც მთავარია მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს, რომლებმაც უდიდესი სამუშაო ჩაატარეს და ქვეყნისთვის როგორც იტყვიან საშვილიშვილო საქმე გააკეთეს. სანამ წამლის შემოტანაზე გადაწყვეტილებას გავიგებდით მე და ნიკოს ექიმი დოდო აგლაძე ვხუმრობდით: ეს ამბავი თუ გამოვიდა შეგვიძლია მშვიდად და ამაყად წავიდეთ ამ ქვეყნიდან როცა ამის დრო მოვა თქო მართლა, რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო მაგარი შეგრძნება, როცა იცი, რომ ათობით, ასობით (და სამომავლოდ კიდევ რამდენი დაიბადება ამ დიაგნოზით ვინ იცის) ბავშვის ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრების შექმნაში გაქვს საკუთარი და საკმაოდ დიდი კონტრიბუცია შეტანილი? ამიტომ ვულოცავ არა მხოლოდ ბავშვებს და მშობლებს, არამედ სამინისტროს მხრიდან ჩართულ იმ ადამიანებს ვინც ამ საკითხზე მუშაობდა. ზუსტად 2 წლის წინ, როდესაც პირველად ვისაუბრე ნიკოს დიაგნოზზე საჯაროდ, დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი რათა ჯანმრთელი ცხოვრება ჰქონოდა. ჩვენ ეს შევძელით მამ“, - წერს ის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • სრული დოკუმენტი, რომლითაც სამინისტრო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პარამეტრების შემცირებას ითხოვსBM.GE
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებსრუსთავი 2
  • ნეთანიაჰუ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ გეგმას უარყოფს და ჰამასის სრულ განიარაღებას ითხოვსფორმულა
სრულად →მედიკამენტ →

მსგავსი სტატიები

ბიჭმა ვიდეორგოლიდან Baby Shark კეი პოპში კარიერა დაიწყო

ბიჭმა ვიდეორგოლიდან Baby Shark კეი პოპში კარიერა დაიწყო

იმედი

ჯეი დი ვენსმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს რუსულ პორტში შემავალ ტანკერებზე თავდასხმები

ჯეი დი ვენსმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს რუსულ პორტში შემავალ ტანკერებზე თავდასხმები

იმედი

მარკო რუბიოს განცხადებით, კუბაზე რეჟიმი ტრამპის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეიცვლება

მარკო რუბიოს განცხადებით, კუბაზე რეჟიმი ტრამპის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეიცვლება

იმედი

ქვემო ქართლის პოლიციამ თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავა

ქვემო ქართლის პოლიციამ თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავა

იმედი