მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრს: სწრაფი გადაწყვეტილებები და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ასევე, სამინისტროს ნაწილობრივად დაყოფა მენეჯმენტის თვალსაზრისით, გაზრდიდა თითოეული სექტორული მიმართულების ეფექტურობას
დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრს: სწრაფი გადაწყვეტილებები და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ასევე, სამინისტროს ნაწილობრივად დაყოფა მენეჯმენტის თვალსაზრისით, გაზრდიდა თითოეული სექტორული მიმართულების ეფექტურობას

დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრს: სწრაფი გადაწყვეტილებები და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ასევე, სამინისტროს ნაწილობრივად დაყოფა მენეჯმენტის თვალსაზრისით, გაზრდიდა თითოეული სექტორული მიმართულების ეფექტურობას

იმედი|imedinews.ge

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს“ გაყოფის ინიციატივით გამოვიდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ჯანდაცვის მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

„როცა ჩვენ სამინისტრო გავაერთიანეთ, მაშინვე მქონდა საწინააღმდეგო პოზიცია და ახლა უცხო არ არის, რომ დღესაც ეს პოზიცია მაქვს. ამ გაერთიანებამ დროშიც აჩვენა, რომ ეს იმდენად დიდი სამინისტროა რომ მენეჯერული გადატვირთვა ხდება და ჩამოყალიბდა, როგორც სუპერ სამინისტრო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მან მიმართა მინისტრს კითხვით, ხომ არ იქნებოდა უმჯობესი სამინისტროს გაყოფა, რადგან სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებს ცალ-ცალკე უფრო სჭირდება მეტი ყურადღება, ვიდრე ერთად აღებულს.

„მსურს შევეხო სამინისტროს მასშტაბს და შემადგენლობას. ამისთვის კი მსურს წავიკითხო სამინისტროს დასახელება - „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო“. ეს არის ოთხი სხვადასხვა მიმართულებისგან შემდგარი სამინისტრო. როცა ჩვენ სამინისტრო გავაერთიანეთ, მაშინვე მქონდა საწინააღმდეგო პოზიცია და ახლა უცხო არ არის, რომ დღესაც ეს პოზიცია მაქვს. ამ გაერთიანებამ დროშიც აჩვენა, რომ ეს იმდენად დიდი სამინისტროა რომ მენეჯერული გადატვირთვა ხდება და ჩამოყალიბდა, როგორც სუპერ სამინისტრო. ეს კი ართულებს გადაწყვეტილებების მიღებას და პრიორიტეტები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ეჯახება და თრგუნავს ერთმანეთს. ასეთი დიდი სამინისტროს პირობებში ჯანდაცვა ერთ-ერთი მიმართულებაა და არა პრიორიტეტი, რომელიც ვფიქრობ, სწორედაც ის მიმართულებაა, სადაც მაღალი ინტერესი უნდა იყოს უფლებრივი კუთხით - მაღალი სტანდარტით უნდა იყოს ჯანმრთელობის დაცვა.

მართალია, 2012 წლის შემდეგ ჯანდაცვის კუთხით გაიზარდა ხელმისაწვდომობა და უპრეცედენტო იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მაგრამ პრობლემაა მომსახურების ხარისხი, კერძო სექტორზე ძლიერი დამოკიდებულება, ხარჯების არაეფექტური კონტროლი. პრობლემაა თავად ექიმებთან კომუნიკაცია, რაც პრობლემას ქმნის პაციენტებისთვის. დევნილთა მიმართულება არის გამორჩეული თავისი სპეციფიკითაც. ვფიქრობ, რომ ის კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს.

მესმის, საცხოვრებელი პროგრამები და მიმდინარე საბინაო პოლიტიკა ბევრად აქტიურად ხორციელდება, უფრო მაღალი სიჩქარით, ვიდრე აქამდე ხდებოდა, მაგრამ ვფიქრობ, მაინც არასაკმარისია. ინტეგრაციის პოლიტიკაც არასაკმარისადაა კოორდინირებული. ვფიქრობ, შრომას ყველაზე ნაკლებად ექცევა ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექცია საერთოდ არ არსებობდა და დღეს ეს სამსახური ასე თუ ისე გამართულია, შრომითი უფლებები სათანადო დონეზე მაინც არაა დაცული. რაც შეეხება სოციალურ მიმართულებებს, ესაა სწორედ ის უდიდესი ნაწილი, რაც საკმაოდ ზრდის სამინისტროს წონადობას, რომელიც პრაქტიკულად 4 შემადგენელს მოიცავს. პენსიები რეგულარულად იზრდება, მაგრამ მსყიდველუნარიანობას ვერ მიჰყვება. აქ პრობლემა სტრატეგიული უფროა, ვიდრე ადმინისტრაციული, მაგრამ სწორედ ამას ვამბობ, ამ მიმართულებებს ცალ-ცალკე უფრო სჭირდება მეტი ყურადღება, ვიდრე ერთად აღებულს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს ამ სამინისტროს ნაწილობრივი, და არა 4 ნაწილად მისი გაყოფა, რათა გაიზარდოს ეფექტურობა? მეორე კითხვა: თქვენ ბრძანეთ, რომ დემოგრაფიული თვალსაზრისით კვლევებია საჭირო და შემდეგ უკვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამ კუთხით არაერთი პროგრამა მოქმედებს, მაგრამ, მე ვფიქრობ, კვლევები კიდევ უფრო მეტად შეჭამს დროს, არადა ქართული გენოფონდი ძალიან აქტიურად მცირდება. დემოგრაფიული თვალსაზრისით ამიერკავკასიაში საქართველო უკვე დაპატარავდა და, ვფიქრობ, დრო ამაზე დადებითად არ მოქმედებს. ასე რომ, სწრაფად გადაწყვეტილებები და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ასევე, სამინისტროს ნაწილობრივად დაყოფა, მენეჯმენტის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გაზრდიდა თითოეული სექტორული მიმართულების ეფექტურობას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი