მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დიმიტრი პესკოვი: პუტინმა კიევზე სამი დღით შეტევის შეჩერების შესახებ ბრძანება გასცა
დიმიტრი პესკოვი: პუტინმა კიევზე სამი დღით შეტევის შეჩერების შესახებ ბრძანება გასცა

დიმიტრი პესკოვი: პუტინმა კიევზე სამი დღით შეტევის შეჩერების შესახებ ბრძანება გასცა

იმედი|imedinews.ge

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ ჯარს უბრძანა კიევის დაბომბვა სამი დღით შეაჩერონ. ინფორმაციას კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.

პესკოვის განცხადებით, გუშინ უკრაინულმა მხარემ რუსეთს დროებით ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით მიმართა.

„მართალია, ასეთი წინადადება უკრაინული მხარისგან მივიღეთ. რუსეთის პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა პუტინმა გასცა განკარგულება, რომ დღეიდან, შუაღამის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები შეჩერდეს“ - განაცხადა პესკოვმა.

პუტინის პრესმდივნის თქმით, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მოსკოვსა და კიევში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტს უკავშირდება.

ცნობისთვის, უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში დღეს ჩავიდნენ. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ, ისინი კიევში გამგზავრებას გეგმავენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კიევში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • ზელენსკი: რუსებმა კიევისა და ბორისპოლის აეროპორტებს დაარტყესფორმულა
  • რუსეთის მასირებულ სარაკეტო თავდასხმას კიევში და კიევის ოლქში 19 ადამიანი ემსხვერპლარუსთავი 2
  • რუსეთის მასირებული იერიში კიევზე - დაღუპულია 8 ადამიანიტვ პირველი
  • კიევის ოლქზე რუსეთის იერიშს 37 ადამიანი ემსხვერპლაBM.GE
კიევში →

მსგავსი სტატიები

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

იმედი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

იმედი

ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციითაა დაკავებული

ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციითაა დაკავებული

იმედი