მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გია აბაშიძე: ნაცასპიტების ანტიქართული ბუნება ყველაზე თვალსაჩინოდ მაშინ ჩანს, როდესაც ისინი ნიკოლ ფაშინიანითა და, როგორც თავად აცხადებენ, ყარაბაღის „ჩაბარების“ პოლიტიკით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ეს არის ღია მინიშნება და გზავნილი ქართველი საზოგადოებისთვის, თუ რას უმზადებენ ისინი ჩვენს ქვეყანას- ტერიტორიების უსიტყვო დათმობას და მტრის წინაშე მუხლებზე დაჩოქებას
გია აბაშიძე: ნაცასპიტების ანტიქართული ბუნება ყველაზე თვალსაჩინოდ მაშინ ჩანს, როდესაც ისინი ნიკოლ ფაშინიანითა და, როგორც თავად აცხადებენ, ყარაბაღის „ჩაბარების“ პოლიტიკით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ეს არის ღია მინიშნება და გზავნილი ქართველი საზოგადოებისთვის, თუ რას უმზადებენ ისინი ჩვენს ქვეყანას- ტერიტორიების უსიტყვო დათმობას და მტრის წინაშე მუხლებზე დაჩოქებას

იმედი|imedinews.ge

ეს პოლიტიკური მეძავები ერთხმად ალაპარაკდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ ტრავმულ მეხსიერებაზე და თითქოსდა „წარსულისთვის თვალის გასწორებას“ ითხოვენ, რეალურად კი საზოგადოებაში დამთრგუნველი და კაპიტულანტური განწყობების დათესვას ცდილობენ - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, აფხაზეთთან დაკავშირებულ ტრავმულ მეხსიერებაზე მათი გააქტიურება შემთხვევითი არ არის. ისინი საზოგადოებაში კაპიტულანტური განწყობების დათესვასა და ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის იდეის დამკვიდრებას ცდილობენ.

ანალიტიკოსის შეფასებით, აღნიშნული ჯგუფების პოზიცია განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება მაშინ, როდესაც ისინი ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკასა და ყარაბაღის „ჩაბარების“ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.

“ნაცმანქურთების ჯგუფი, უცხოური დაკვეთითა და დირექტივებით, სისტემატურად ცდილობს ქართველი ხალხის ეროვნული ღირსების შეურაცხყოფას და ჩვენი ყველაზე მტკივნეული ჭრილობებით მანიპულაციას. ეს პოლიტიკური მეძავები ერთხმად ალაპარაკდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ ტრავმულ მეხსიერებაზე და თითქოსდა „წარსულისთვის თვალის გასწორებას“ ითხოვენ, რეალურად კი საზოგადოებაში დამთრგუნველი და კაპიტულანტური განწყობების დათესვას ცდილობენ. მათი მოღალატეობრივი გზავნილები იმ სცენარის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ოკუპაციის პრობლემა თითქოს მოუგვარებელია, ხოლო აფხაზეთის კონტროლი იქ მაცხოვრებლებისთვის მიმზიდველი არ არის და მეტიც - რუსეთზე მეტ ხიფათს ქმნის. ამაზე მძიმე ცილისწამება და საკუთარი მიწა-წყლის მტორისთვის ჩაბარების მცდელობა წარმოუდგენელია. ნაცასპიტების ანტიქართული ბუნება ყველაზე თვალსაჩინოდ მაშინ ჩანს, როდესაც ისინი ნიკოლ ფაშინიანითა და, როგორც თავად აცხადებენ, ყარაბაღის „ჩაბარების“ პოლიტიკით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ეს არის ღია მინიშნება და გზავნილი ქართველი საზოგადოებისთვის, თუ რას უმზადებენ ისინი ჩვენს ქვეყანას- ტერიტორიების უსიტყვო დათმობას და მტრის წინაშე მუხლებზე დაჩოქებას. ჯამში, ამ განცხადებების უკან ერთადერთი მიზანი დგას: გარე პატრონების დავალებით, აგენტურა ქართველ ხალხს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დათმობისა და „ტვირთისგან“ გათავისუფლების იდეას აპარებს. მაგრამ კარგად უნდა გაიაზრონ როგორც აგენტებმა, ისე მათმა მფარველებმა, რომ ამას ვერასდროს ეღირსებიან! 90-იანი წლების კონფლიქტები ქართველი ხალხისთვის უდიდესი ტრაგედია და საერთო ეროვნული ტკივილია, რომლის გაუფასურებას, ისტორიის დამახინჯებას და ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებების მიწასთან გასწორებას არავინ აპატიებს. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ყოველი ასეთი მცდელობა მკაცრ პასუხს მიიღებს, - წერს აბაშიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პოლიტიკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 83 სტატია.

  • "ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა..." - ოზურგეთის მერი გადადგაBM.GE
  • პიროვნება, რომელიც რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მართავდა კონცერტებს და დღეს ვითომ ანტირუსული პოლიტიკის მომხრეა, ეს მინიმუმ დამაჯერებელი არ არის - გურამ მაჭარაშვილი ნიკოლოზ რაჭველზერუსთავი 2
  • „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიებზე ინფორმაციას ავრცელებსტვ პირველი
  • მედვედევი: დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებსფორმულა
პოლიტიკის →

მსგავსი სტატიები

კიევში ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კიევში ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის

თენგიზ შარმანაშვილი: მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის

იმედი

ყალბი რუსოფობია - გიორგი უშიკიშვილი ირწმუნება, რომ მისი სასტუმრო რუსეთის მოქალაქეების მიღებაზე უარს ამბობს, თუმცა „ქრონიკის“ ჟურნალისტური ექსპერიმენტით დადგინდა, რომ უშიკიშვილმა საზოგადოება მოატყუა და მისი სასტუმრო რუს ტურისტებს ხშირად მასპინძლობს

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

იმედი