
დონალდ ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა აღუთქვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანის 7 ივნისს გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ფაშინიანი სრულად იზიარებს მის ხედვას სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არის დიდებული მეგობარი და ლიდერი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ძლიერს, მდიდარს და ძალიან დაცულს ხდის! ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ.
ჩვენმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ახლახან იმგზავრა სომხეთში, სადაც ორი ქვეყნისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა. მალე შეერთებული შტატები და სომხეთი ერთად განახორციელებენ „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, რომელიც სამხრეთ კავკასიას შეცვლის და ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგოკომპანიებს დაეხმარება, წვდომა ჰქონდეთ ცენტრალურ აზიასთან.
ამის გათვალისწინებით, ნიკოლს აქვს ჩემი სრული და ტოტალური მხარდაჭერა 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებზე. ნიკოლის დახმარებით ჩვენ ახალ სიმაღლეებზე ავიყვანთ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას. გავხადოთ სომხეთი კვლავ დიადი!“, - დაწერა ტრამპმა.
