მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეიფელის კოშკის ნაწილი აუქციონზე გაიყიდა🗼
ეიფელის კოშკის ნაწილი აუქციონზე გაიყიდა🗼

ეიფელის კოშკის ნაწილი აუქციონზე გაიყიდა🗼

იმედი|imedinews.ge

ეიფელის კოშკის ნაწილი აუქციონზე თითქმის 450 ათას ევროდ გაიყიდა. საუბარია კოშკის ისტორიული კიბის ფრაგმენტზე -14-საფეხურიან სექციაზე, რომლის სიმაღლე დაახლოებით 2,7 მეტრია, ხოლო წონა თითქმის 1,4 ტონას შეადგენს.

ეს ნაწილი ნაგებობის მეორე და მესამე დონეებს აკავშირებდა. სწორედ ამ კიბით ადიოდნენ 1889 წლის მსოფლიო გამოფენის სტუმრები, რომლისთვისაც ინჟინერმა გუსტავ ეიფელმა თავისი კოშკი დააპროექტა, რაც მოგვიანებით პარიზის სიმბოლოდ იქცა.

1983 წელს კოშკის მეორე და მესამე დონეებს შორის არსებული კიბის დემონტაჟი განახორციელეს, რადგან ის ზედმეტად სახიფათოდ მიიჩნიეს და თანამედროვე ლიფტებით შეცვალეს. ამის შემდეგ კონსტრუქცია 24 ნაწილად დაჭრეს. დღეს მისი ცალკეული ფრაგმენტები ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკებასთან, იაპონიის მუზეუმებსა და კერძო ბაღებში, ხოლო ერთ-ერთი მათგანი - დისნეილენდში ინახება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ