მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის
ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

იმედი|imedinews.ge

მე არ მიმაჩნია გადამეტებულად ამის ხაზგასმა და თუ ზოგიერთები ამას ნეგატიურად აფასებენ, ისევ და ისევ, ეს არის გარე ძალებიდან მომდინარე დაკვეთა, რომ დააკნინონ ეკლესიის როლი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარები გააკეთა ოპოზიციის ბრალდებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წელს, ზედმეტად რელიგიური იყო.

ეკა სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველისთვის სახელმწიფოს და ქრისტიანობის დაცვა ოდითგანვე იდენტური ცნება იყო და გადამეტებული არ შეიძლება იყოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის და ქრისტიანობის სახელმწიფოდ გამოცხადების 1700 წლიანი იუბილეს ერთდროულად აღნიშვნა.

„ჩვენ წელს ვზეიმობთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს. დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღი ერთმანეთს დაემთხვა და ეს შემთხვევითი არ არის. ეს მართლაც ერთმანეთზე გადაჯაჭვული მოვლენებია და ძალიან ბუნებრივია, რომ ორივე თარიღის აღნიშვნა ერთად ხდება, თან თუ გავიხსენებთ ისტორიას და გადავხედავთ წარსულს, ქართველისთვის ქართველობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქრისტიანობასთან. ქართველი ყოველთვის ერთდროულად იბრძოდა ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის. მაშინაც კი, როდესაც დამოუკიდებლობა დაკარგული ჰქონდა სხვადასხვა ისტორიული მოვლენის გამო, ის ყოველთვის ცდილობდა ქრისტიანობის შენარჩუნებას და ეს იყო მისი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების და გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება.

წელს დაემთხვა ქრისტიანობის აღნიშვნის 17 საუკუნის და დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღე და ამიტომ, ძალიან ბუნებრივია, რომ ერთობლივად აღვნიშნავთ ამ თარიღს, რადგან ეკლესიამ არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის საქმეში. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის. თუ ზოგიერთები ამას ნეგატიურად აფასებენ, ისევ და ისევ, ეს არის გარე ძალებიდან მომდინარე დაკვეთა, რომ დააკნინონ ეკლესიის როლი, იმ ღირებულებებისა და ფასეულობების როლი, რამაც საქართველო დღევანდელობამდე მოიყვანა. ეს არის ფაქტობრივად შეტევა ქართულ ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ