მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი საქართველო-ევროკავშირის ტექნიკურ შეხვედრაზე: ის, რომ დიალოგი შედგა, დადებითი მოვლენაა. დრომ საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ევრობიუროკრატებს არცერთი არგუმენტი არ აქვთ
ეკა სეფაშვილი საქართველო-ევროკავშირის ტექნიკურ შეხვედრაზე: ის, რომ დიალოგი შედგა, დადებითი მოვლენაა. დრომ საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ევრობიუროკრატებს არცერთი არგუმენტი არ აქვთ

იმედი|imedinews.ge

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით „დღის ქრონიკასთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, დადებითი მოვლენაა ის ფაქტი, რომ დიალოგი შედგა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პროგრესი აქვს ყველა მიმართულებით და რეალურად, ის ორი ძირითადი საკითხი, რაზეც ევრო ბიუროკრატიას საქართველოსთან პრეტენზია ჰქონდა, იყო ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები:

„საქართველო არაერთი მიმართულებებით ისედაც დგამს ნაბიჯებს და აქვს პროგრესი. მათ შორის, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიმართულებით. ფაქტობრივად, ევრობიუროკრატებს ორ კანონზე აქვთ პრეტენზია- ესაა ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები“ - განაცხადა სეფაშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ მეორე მხარის არგუმენტები უკავშირდებოდა ადამიანის უფლებების დაცვას, თუმცა, სეფაშვილის სიტყვებით, დრომ საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა და თავად ევროკავშირმაც დაინახა საპირისპირო- არაერთი ანგარიში ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველო ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე წინაა.

„ის ფაქტი, რომ დიალოგი შედგა, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა. მოგეხსენებათ, ერთ მშვენიერ დღეს ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან დიალოგის გაგრძელება არ სურდა, რადგან რეალურად არ უნდოდა იმ სიმართლის მოსმენა, რაც ქართულ მხარეს ჰქონდა მზად მათ მიერ გამოცხადებული უსამართლო პრეტენზიების საპასუხოდ. საბოლოო ჯამში, რა და როგორ გადაწყდება, არ ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ევროპულ მხარეს დიდად არ მოეწონებოდა ჩვენი არგუმენტები იმაზე, თუ როგორ ხდება საქართველოში იმ კანონების აღსრულება, რომლებზეც გვედავებიან. ფაქტობრივად, ორ კანონზე აქვთ პრეტენზია - ესაა ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები.

იმ ტექნიკურ ანგარიშში, რაც გამოაქვეყნა ევროკავშირმა, არ ყოფილა არაფერი ისეთი, რაც წარსულში არ გვინახავს სხვა ქვეყნების მისამართითაც. ამ ორი კანონის გაწვევის მიღმა, რეალურად, საქართველო უარს არაფერზე აცხადებს და არ მიიჩნევს, რომ რაიმეს გაკეთება არ შეუძლია. პირიქით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო არაერთი მიმართულებებით ისედაც დგამს ნაბიჯებს და აქვს პროგრესი, მათ შორის, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიმართულებით. ასე რომ, ამ ჩვეულებრივ ანგარიშში, რომელიც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, სწორედ ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები იყო ყურადსაღები. ყველა რეზოლუციასა და დადგენილებაში თავს ისინი იჩენენ. აღსანიშნავია, რომ ამ კანონებთან დაკავშირებით გამუდმებით გვესმის, თითქოს ისინი უგულებელყოფენ ადამიანის უფლებებს, აუარესებენ სამოქალაქო უფლებებს და ზღუდავენ მოქალაქეების პროტესტს. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს კანონები არავითარ უფლებებს არ ზღუდავს, მაგრამ მეორე მხრიდან საპირისპირო ბრალდებები მოდიოდა. თუმცა ახლა კანონების ამოქმედებიდან რამდენიმე წელიწადია გასული და ყველამ დაინახა, მათ შორის ევროკავშირმაც და დაადასტურა კიდეც თავისი ანგარიშების მეშვეობით, რომ დიახ, ეს კანონები არ ზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელთა უფლებებს. პირიქით, ყველა მაჩვენებლის მიხედვით ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე უკეთესი მდგომარეობაცაა საქართველოში. დრომ, ფაქტობრივად, საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა.

ახლა ევრობიუროკრატებს არცერთი არგუმენტი არ აქვთ და მგონია, აქედან გამომდინარეა ქართული მხარის მიმართ პოზიტიური განწყობა. ამ თვალსაზრისით ევროკავშირი თავშეკავებულ განცხადებებს აკეთებს. ვერ მიაღწიეს მიზანს - მიუთითონ საქართველოს დარღვევებზე და ჩვენ ვაღიაროთ ეს დარღვევები, რადგან დარღვევები ამ თვალსაზრისით უბრალოდ არ გვაქვს“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრა შედგა. საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, შეხვედრა ევროკავშირის რეგულაციით გათვალისწინებული სავიზო დიალოგის ფორმატში გაიმართა და მის მთავარ მიზანს ევროპული მხარისთვის საქართველოს პოზიციებისა და არგუმენტების დეტალურად გაცნობა წარმოადგენდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 192 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

იმედი

ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს

El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ