მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი: ევროკავშირმა რატომ შეწყვიტა დიალოგი მათგან პასუხი არ მაქვს, ჩემი ვარაუდით ეს არის მათი შიში, რომ ოფიციალურ ფორმატში მოისმინონ საქართველოსგან ის არგუმენტები, რომელიც საფუძვლად უდევს მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს
ეკა სეფაშვილი: ევროკავშირმა რატომ შეწყვიტა დიალოგი მათგან პასუხი არ მაქვს, ჩემი ვარაუდით ეს არის მათი შიში, რომ ოფიციალურ ფორმატში მოისმინონ საქართველოსგან ის არგუმენტები, რომელიც საფუძვლად უდევს მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირმა რატომ შეწყვიტა დიალოგი მე მათგან ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ჩემი ვარაუდით ეს არის მათი შიში, რომ ოფიციალურ ფორმატში მოისმინონ საქართველოს მხრიდან ის არგუმენტები და ის ფაქტები, რომელიც საფუძვლად უდევს მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ანგარიშების თანახმად, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის დაახლოებით 10 ქვეყანაზე მეტს.

„აღნიშნული ანგარიშების თანახმადაც, ისეთი დემოკრატიული მდგენელების მიხედვით, როგორიცაა სასამართლოსადმი ნდობა, სამოქალაქო უფლებები, პოლიტიკური უფლებები, სიტყვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კორუფციის კონტროლი, მთავრობის გამჭვირვალობა, მთავრობის ეფექტიანობა, ეკონომიკური ეფექტიანობა, ეკონომიკური მიღწევები, ამ პარამეტრების მიხედვით, მათივე ანგარიშების მიხედვით საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის დაახლოებით 10 ქვეყანაზე მეტს.

ამ არგუმენტების მოსმენა არ სურთ ოფიციალურ დონეზე და სწორედ იმიტომ არიდებენ თავს ასეთ ოფიციალურ დიალოგს. როდესაც ისინი ამბობენ, რომ თურმე საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და თურმე საქართველომ შეაჩერა ევრო ინტეგრაციის პროცესი, ამაზე მათ არ უნდათ ოფიციალურ დონეზე ღია და ოფიციალურად გაჟღერებული პასუხები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვეღარ დაგვდებენ ბრალს, ვეღარ შეძლებენ საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას და ვეღარ შეძლებენ საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციის შელახვას“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ეკა სეფაშვილმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის აქართველოს მიმართ მოთხოვნებზე.

„მათი მოთხოვნები დაიყვანება ორ მოთხოვნამდე, ერთი „გამჭვირვალობის კანონის“ უკან გაწვევა და მეორე „ოჯახური ღირებულებების კანონის“ უკან გაწვევა. ერთი ნიშნავს იმას, რომ მოდი ქვეყანაში იყოს შავი ფული და ნუ გააკონტროლებს სახელმწიფო ამ ფულს მაშინ, როდესაც თვითონ აკონტროლებენ და თავის დროზე სხვადასხვა ევროკავშირის ინსტიტუციების საშუალებით თვითონ მოითხოვეს არასამთავრობო ორგანიზაციაში გადარიცხული ფულადი სახსრების კონტროლი და მეორე ეს არის „ოჯახური ღირებულებების“ კანონი, ანუ ფაქტობრივად ეს არის ლგბტ თემის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და სხვა არაფერი.

აქ არ იგულისხმება ლგბტ თემის წვერების უფლებების რაიმე ტიპის შელახვა, მათი უფლებები დაცულია, სხვა კანონების თანახმად და ამ კანონებს არავინ ეხება. ეს არის სასწავლო დაწესებულებაში მათი თემის პოპულარიზაცია, ერთნაირსქესიან წყვილის მიერ ბავშვის აყვანის შეზღუდვა და ა.შ. ფაქტობრივად ეს კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვას ემსახურება“, - განმარტა ეკა სეფაშვილმა

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 184 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: Patriot-ის სისტემა წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმეს მის წარმოებას ვანდობთ - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას მისცემ, შესაძლოა ერთ დღესაც შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ

პედაგოგი მაკა სახურია: სულ რომ არაფერი დაეშავებინა სააკაშვილის რეჟიმს, კობა დავითაშვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშას და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი