მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის კვლევაზე: ყველა ქვეყანაში ხდება ჩავარდნები, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ მთავარია, როგორი რეაგირება აქვს ასეთ ჩავარდნებზე სახელმწიფოს
ეკა სეფაშვილი კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის კვლევაზე: ყველა ქვეყანაში ხდება ჩავარდნები, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ მთავარია, როგორი რეაგირება აქვს ასეთ ჩავარდნებზე სახელმწიფოს

ეკა სეფაშვილი კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის კვლევაზე: ყველა ქვეყანაში ხდება ჩავარდნები, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ მთავარია, როგორი რეაგირება აქვს ასეთ ჩავარდნებზე სახელმწიფოს

იმედი|imedinews.ge

კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, აზრის გამოხატვა, შეკრების თავისუფლება საქართველოში დაცულია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის თვალსაზრისით ჩატარებული კვლევის შესახებ საუბრისას. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ამ კვლევით მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება.

ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კანონის დაცვის კუთხით ჩავარდნები ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ მთავარია, რა რეაგირება აქვს ამ ხარვეზებზე სახელმწიფო ინსტიტუტებს.

„ევროპული კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ჩაატარა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის გერმანული, აკადემიური და მაღალპროფესიული კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 50 წელზე მეტია ფუნქციონირებს და ის დაკავებულია ევროკავშირის საგარეო და გაფართოების საკითხების კვლევით. სწორედ ამ ინსტიტუტმა შეისწავლა კანონის უზენაესობის მდგრადობის საკითხი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში. საქართველომ ამ კვლევით მიიღო კანონის უზენაესობის მდგრადობის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი შეფასება. საქართველო და მონტენეგრო იყო მოწინავე ქვეყნების რიცხვში, სხვა ქვეყნები ამ ჯგუფში არ ყოფილან.

კანონის უზენაესობის მდგრადობა კი ნიშნავს იმას, რომ კანონები, რეგულაციები მდგრადად, განგრძობითად, კარგად და ეფექტიანად სრულდება. ფაქტობრივად, ჩვენ რასაც ვუყურებთ - კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, აზრის გამოხატვა, შეკრების თავისუფლება საქართველოში დაცულია. რა თქმა უნდა, მცირე ჩავარდნები, ექსცესები შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ სცემს ამ ყველაფერს სახელმწიფო პასუხს. ყველა ქვეყანაში ხდება ჩავარდნები, მაგრამ მთავარია, როგორი რეაგირება აქვს ასეთ ჩავარდნებზე სახელმწიფოს. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას კი, ასეთ ჩავარდნებზე, შესაბამისი რეაგირება აქვს,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • მიშა თუ იტყვის, რომ ხდება პრემიერობის კანდიდატი, პოლიტკურ ველზე თამაშის წესებს გაამარტივებს - ჟორჟოლიანიტვ პირველი
  • ტყის ხანძრების საფრთხის გამო კრეტადან მასიური ევაკუაცია ხდებაფორმულა
  • „საქართველო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება“ - "რია თრეველ ჯორჯია" დივერსიფიკაციის აუცილებლობაზეBM.GE
  • არაფერი განსხვავებული არ ხდება, იგივე ხდება, რაც ოდითგანვე იყო და რაც არის აღნიშნული აგენტურული ქსელის დღის წესრიგი, არაფერი შეცვლილა - კახა კალაძე "ნაცმოძრაობაზე"რუსთავი 2
ხდება →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას