მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობის შემცირების ინიციატივაზე: ჯარიმის დაკისრებისას გარკვეული ბალანსის დაცვა უფრო სამართლიანი იქნება და არა მათი ხისტად დაწესება
ეკა სეფაშვილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობის შემცირების ინიციატივაზე: ჯარიმის დაკისრებისას გარკვეული ბალანსის დაცვა უფრო სამართლიანი იქნება და არა მათი ხისტად დაწესება

ეკა სეფაშვილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობის შემცირების ინიციატივაზე: ჯარიმის დაკისრებისას გარკვეული ბალანსის დაცვა უფრო სამართლიანი იქნება და არა მათი ხისტად დაწესება

იმედი|imedinews.ge

„ჯარიმები და დარღვევებზე რეაგირება, უნდა იყოს ადეკვატური,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას ჯარიმების შემცირებას ეხება და რომლის საკანონმდებლო დონეზე ასახვის მზადყოფნა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა გამოთქვა.

როგორც სეფაშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ზოგიერთ შემთხვევაში ჯარიმები მაღალია და უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების შემოსავლები.

ეკა სეფაშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯარიმები არ უნდა იყოს, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ადამიანს უნებურად უწევს დარღვევა და „ხალხის ძალის“ ინიციატივაც სწორედ ასეთი გამონაკლისების დროს ადეკვატური ჯარიმის დაწესებას ისახავს მიზნად.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯარიმები და შესაბამისად დარღვევებზე რეაგირება, უნდა იყოს ადეკვატური. ჯარიმების გაუქმების მომხრე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ, ისინი უნდა იყოს, მაგრამ ზოგჯერ არის ისეთი ვითარება, როდესაც ნებით, თუ უნებლიედ, ადამიანს უხდება გარკვეული წესების დარღვევა და ეს არ უნდა უყოს რაღაც გაუგონარი და დიდი ჯარიმის დაკისრების საფუძველი.

მაგრამ თუ დარღვევა მოცულობითია და დიდ რისკებს შეიცავს, რა თქმა უნდა, ჯარიმის განაკვეთი უნდა იყოს დიდი, რათა ადამიანი მეტად გაფრთხილდეს. თუმცა, ამ ჯარიმების დაკისრებისას უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამისობის დონე. გარკვეულ შემთხვევებში ჯარიმები მაღალია და უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების შემოსავლები დარღვევების ხარისხი და მათი განმეორებადობა. გარკვეული ბალანსის დაცვა უფრო სამართლიანი იქნებოდა და არა მათი ხისტად დაწესება,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოძრაობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობსრუსთავი 2
  • ენმ ყრილობისთვის ემზადება - ვის ხელში გადადის ნაც მოძრაობის მართვის სადავეებიტვ პირველი
  • ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდაBM.GE
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართებაფორმულა
მოძრაობის →დაცვის →

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი